ოვსადი
იერსახე
| ოვსადი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
შავთავა ოვსადი (Saxicola torquata) | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Saxicola | |||||||||||||
| |||||||||||||
ოვსადი (ლათ. Saxicola) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. პატარ-პატარა ფრინველებია (სხეულის სიგრძე 12,5-20 სმ, მასა 13-16 გ). საქართველოში გვხვდება ორი სახეობა: მინდვრის ოვსადი (Saxicola ruberta) და შავთავა ოვსადი (Saxicola torquata), რომლებიც მოფრინავენ მარტ-აპრილში, ხოლო მიფრინავენ სექტემბერში. ბუდობენ მიწაზე, ბუდეს იკეთებენ ქვებში, ბუჩქებში, ნიადაგის კოლბოხებში. დებენ 3-7 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 13 დღე-ღამე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 503.