ოდეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოდესის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდეთში, სოფლის ზევით, მრავალწლიანი ფიჭვის ხეებში. ეკლესია დარბაზულია, რომლის კედლები მხოლოდ ერთი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ტაძრის სამშენებლო მასალად გამოყენებულია დაუმუშავებელი დიდი ლოდები. კედლის წყობის ხასიათის მიხედვით, ეკლესიას VIII-IX საუკუნეების ხუროთმოძღვრულ ძეგლად მიიჩნევენ. ნოემბერში აქ გიორგობას დღესასწაულობენ, თუმცა ტაძარს ღვთისმშობლის სახელით მოიხსენიებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი გუჯარეთი თბ., 1987
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი) თბ., 1957
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014, გვ. 87-88