ოგანეს ამბარცუმიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოგანეს ამბარცუმიანი
20170621 Admira Wacker vs Vardar Skopje Hovhannes Hambardzumyan DSC 6339.jpg
ვარდართან, 2016 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Հովհաննես Համբարձումյան
დაბადების
თარიღი
4 ოქტომბერი, 1990 (1990-10-04) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ენოსის ნეონ პარალიმნი
ნომერი 19
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008 - 2014 ბანანცი 130 (14)
2014 - 2018 ვარდარი 79 (13)
2018 - ენოსის ნეონ პარალიმნი 28 (3)
ეროვნული ნაკრები
2008 - 2009 სომხეთის 19-წლამდელთა 7 (0)
2009 - 2012 სომხეთის 21-წლამდელთა 9 (1)
2010 - სომხეთი 31 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ოგანეს ამბარცუმიანი (სომხ. Հովհաննես Համբարձումյան; დ. 4 ოქტომბერი, 1990, ერევანი, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით მცველი. ამჟამად იგი თამაშობს სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და კვიპროსის პირველი დივიზიონის კლუბ ენოსის ნეონ პარალიმნიში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოგანეს ამბარცუმიანი იყო საფეხბურთო სკოლა ბანანცის სტუდენტი. თავდაპირველად, იგი ბანანცი-2-ში, მეორე დივიზიონში თამაშობდა. 2008 წლის სეზონში სომხეთის პრემიერ ლიგაში მან ერთი მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი შედგა 23 აგვისტოს, არარატ ერევანთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში; თამაში ბანანცის დამარცხებით, ანგარიშით 0:1, დასრულდა. იგი თამაშში 84-ე წუთზე, სევენ მურადიანთან შეცვლით შემოვიდა.[1] მომდევნო სეზონში ამბარცუმიანი რეგულარულად მონაწილეობდა კლუბის ისეთ მატჩებში, რომლებიც სომხეთის პრემიერ ლიგისა და სომხეთის თასის ეგიდით იმართებოდა. ბანანცი სომხეთის თასის ფინალში 3-ჯერ გავიდა (2008, 2009, 2010). 2010 წლის სეზონში, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტით ჩატარებულ სამ ღონისძიებაში მონაწილეობისას, ბანანცი მეორეზე იყო პრემიერ ლიგის, თასის და სომხეთის სუპერლიგის რიგებში.

2014 წლის 18 ივნისს ამბარცუმიანმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბ ვარდართან. 2014-15 წლების სეზონის დასასრულს იგი დასახელდა მაკედონიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.[2]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოგანეს ამბარცუმიანმა სომხეთის ეროვნულ 19-წლამდელთა ნაკრებში 2 წელზე მეტი გაატარა; ამ დროის განმავლობაში მან 7 თამაშში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ იგი მიიწვის 21-წლამდელთა ნაკრებში. 21-წლამდელთა ნაკრებში მისი დებიუტი 2009 წლის 4 სექტემბერს, შვეიცარიის ამავე ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მან თამაში მეორე ტაიმში დატოვა (მას შეეცვალა არტაკ იედეგარიანი). ხსენებულ თამაშში სომხეთის გუნდი 1:3 დამარცხდა. მეორე მატჩი, ესტონეთის U-21 გუნდის წინააღმდეგ, მომავალი წლის 20 მაისს გაიმართა. ამ თამაშში ამბარცუმიანი მოედანზე, მეორე ტაიმში, 88-ე წუთზე შემოვიდა (ჩაანაცვლა ედგარ მალაკიანი). თამაში ესტონეთის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:3 დასრულდა.[3]

მისი დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა უეფას ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო მატჩში. ამ სერიის პირველი თამაში გაიმართა ირლანდიის წინააღმდეგ, ხოლო ამბურცუმიანი შეცვლის შემდეგ, 71-ე წუთზე, შემოვიდა მოედანზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Խաղի զեկույց, "Արարատ" - "Բանանց" (PDF) (in Armenian). FFA.am. Retrieved 24 March 2013.
  2. Hambardzumyan Moves To Macedonia at HaySoccer.Com, 18-06-2014
  3. Чемпионат Европы 2013 до 21 года (in Russian). FFA.am. Retrieved 24 March 2013.