ობსერვატორიის ქუჩა
იერსახე
| ობსერვატორიის ქუჩა | |
|---|---|
| საერთო ინფორმაცია | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი |
|
| რაიონი | ისნის რაიონი |
ობსერვატორიის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი). მარტყოფის ქუჩიდან რკინიგზამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. დატანილია 1876 წლის გეგმაზე. 1851–1862 წლებში ახლანდელი ობსერვატორიისა და მარტყოფის ქუჩების კუთხეში განთავსებული იყო თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია. ქუჩის სახელწოდებაც აქედან მოდის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 134, ISBN 978-99928-20-35-3.