შინაარსზე გადასვლა

ობოლი ბრუკლინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ობოლი ბრუკლინი“
ჟანრი დეტექტივი
რეჟისორი ედვარდ ნორტონი
პროდიუსერი ედვარდ ნორტონი, ბილი მილორე, გიგი პრიკერი, რეიჩელ შეინი, მაიკლ ბედერმანი
სცენარის ავტორი ედვარდ ნორტონი
ნაწარმოები ჯონათან ლეთემი
როლებში ედვარდ ნორტონი, ბრიუს უილისი, ალეკ ბოლდუინი, უილიამ დეფო, ბობი კარნავალე
კომპოზიტორი დენიელ პემბერტონი
მწარმოებელი კომპანია

Class 5 Films

MWM Studios
დისტრიბუტორი Warner Bros.
პრემიერა 30 აგვისტო, 2019 (2019-08-30)
ხანგრძლივობა 144 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 26 მილიონი $
შემოსავალი 18,5 მილიონი $
შემდეგი IMDb ID 0385887
საიტი http://www.motherlessbrooklynfilm.net/

„ობოლი ბრუკლინი“ (ინგლ. Motherless Brooklyn) — 2019 წელს გამოსული ამერიკული, კრიმინალური დრამა. გადაღებული ჯონათალ ლეთემის (Jonathan Lethem) 1999 წელს გამოქვეყნებული ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. რეჟისორი და მთავრი როლის შემსრულებელი ედვარდ ნორტონი.

მოქმედება ნიუ-იორკში 1950-იან წლებში ხდება. ფილმის მთავარი გმირი დეტექტივი ლაიონელ ესროგია (ედვარდ ნორტონი), რომელიც ტოურეტის სინდრომით არის ავად. ლაიონელს მახვილი გონება და ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს, რის გამოც მისი ბოსი ფრენკ მინა (ბრიუს უილისი) დიდ ნდობას უცხადებს. ერთ-ერთი დიდი საქმის წარმოებისას ფრენკს მოკლავენ და მის საქმეს ლაიონელი გააგრძელებს, თან სურს გაარკვიოს თუ რას შეეწირა მისი უფროსი და მეგობარი. ესროგს ხელჩასაჭიდი ბევრი არაფერი აქვს, სახსოვრად ფრენკის ქუდს დაიხურავს და მცირე მტკიცებულებებით გამოძიებას დაიწყებს. ფრენკის კვალს იგი ჰარლემში, აფრო-ამერიკულ ჯაზ კლუბში მიიყვანს. მიხვდება რომ მისი ბოსი ფერადკანიან ლაურა როუზს უთვალთვალებდა, რომელიც გაბი ჰოროვიცთან მუშაობდა, რომელიც ქალაქის ურბანული განახლებისთვის იბრძვის. ისინი წინააღმდეგნი არიან ღარიბი კვარტლებიდან მოსახლეების გამოდევნის და მათ ხარჯზე ქალაქის განახლების. ლაიონელი ლაურას კვალში ჩაუდგება და აქციაზე მოხვდება, სადაც ხალხი განაშენიანების მთავარ სულისჩამდგმელ მოზეს რენდოლფს (ალეკ ბოლდუინი) დაუპირისპირდება. აქციაზე ერთი კაცი სახელად პოლი (უილიამ დეფო) ღიად დაადანაშაულებს მოზეს დოკუმენტების გაქრობაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, დასძენს რომ მოზეს ქალაქის მერზე მეტი უფლებები აქვს. აქციაზე ლაიონელი ლაურას დაუახლოვდება და კლუბამდე მიაცილებს. გოგოს მამას, ბილს, ლაიონელი მოზეს კაცი ეგონება და ცემს. დეტექტივს კლუბის მესაყვირე გადაარჩენს და იქ გაიგებს რომ პოლი მოზეს ძმაა. იგი ლაიონელს აუხნის ყველაფერს და მიახვედრებს რომ ურბანული განახლება დიდი აფიორაა. ლაიონელი ლაურასთან ურთიერთობისას ინტუიციით მიხვდება რომ გოგონა მოზესის შვილია. მოზესი დაიბარეს ლიონელს, შესთავაზებს შეწყვიტოს თვალთვალი და მის გუნდში ჩადგეს. ლაიონელი შემთხვევით ფრენკის ქუდში პენსილვანიის შემნახველი სალაროს გასაღებს იპოვნის, სადაც ლაურას დაბადების მოწმობის საბუთებს ნახავს, რომლითაც მისი მოზეს შვილობა დგინდება. ლაინელი ახალ ბოსს ტონის შეხვდება, რომელიც ურჩევს მოზესის შეთავაზება მიიღოს, რადგან ლორას მალე მოკლავენ. ლაიონელი გაიქცევა, გადაარჩენს გოგოს და ქალაქიდან გაიყვანს. მოზესი ლაიონელს აუზზე შეხვდება, სადაც გამოუტყდება რომ ლაურას დედა მისი მოსამსახურე იყო და გააუპატიურა. ლაიონელი დაემუქრება, რომ გაანებოს ლაურას თავი, თორე ყველაფერს გამოუქვეყნებს. მეორე დღეს ლაიონელი სანაპიროზე, ფრენკის მიერ დატოვებულ სახლში გაემგზავრება, სადაც ლაურა ელოდება.

ედვარდ ნორტონი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი
მსახიობიროლი
ბრიუს უილისიფრენკ მინა
ედვარდ ნორტონილაიონელ ესროგი
უილიამ დეფოპოლ რენდოლფი
გუგუ მბატა-როულაურა როუზი
ლესლი მანიჯულია მინა
ბობი კანავალეტონი ვერმონტი
ალეკ ბოლდუინიმოზეს რენდოლფი
მაიკლ კენეტ უილიამსიმესაყვირე
პრემიაწლებიკატეგორიანომინაციაშედეგი
„ოქროს გლობუსი“5 იანვარი, 2020საუკეთესო მუსიკადენიელ პემპერტონინომინაცია
სატელიტის ჯილდო19 დეკემბერი, 2019ავტორის ჯილდოედვარდ ნორტონიგამარჯვებული
სატელიტის ჯილდო19 დეკემბერი, 2019საუკეთესო ადაპტირებული სცენარიედვარდ ნორტონინომინაცია
სატელიტის ჯილდო19 დეკემბერი, 2019საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარიდიკ პოულინომინაცია
სატელიტის ჯილდო19 დეკემბერი, 2019საუკეთესო მხატვრული გაფორმებამაიკლ ახერი, ბეტ მიკლიგამარჯვებული
Hawaii Film Critics Society13 იანვარი, 2020Best Overlooked Filmობოლი ბრუკლილიგამარჯვებული

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]