ნუ შეწყვეტ ოცნებას (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუ შეწყვეტ ოცნებას
ეფუძნება რობერტო ბურკიელის ფილმს "ნუ შეწყვეტ ოცნებას"
სცენარი ფრანჩესკო ბალეტა
ფაბრიციო ბეტელი
ლუკა ბივიონე
ბარბარა კაპი
გრაცია ჯარდიანი
რეჟისორი რობერტო ბურკიელი
მონაწილეობენ კატი ლუის სანდერსი
რობერტო ფარნესი
ჯულიანა დესიო
ლუკა ვარდი
თემის კომპოზიტორი ფაბრიციო ლამბერტი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ენა იტალიური
სეზონი 1
ეპიზოდი 8
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ფაბრიციო დაკომი
ოსვალდო დალ მონტე
მონტაჟი პაოლო ბეტინი
პიერპაოლო ლაცი
რლვის მილეზი
ალესანდრო მალესი
ოპერატორი ჯიჯი მარტინიჩი
ხანგრძლივობა 110 წუთი
კომპანია RTI
Mediaset
ეთერი
აუდიო ფორმატი Dolby Surround
ეთერში 16 მარტი, 20114 მაისი, 2011

ნუ შეწყვეტ ოცნებას (იტალ. Non smettere di sognare) — იტალიური ტელესერიალი, რომელიც 2011 წელს Canale 5-ზე გავიდა. ტელესერიალი რობერტო ბურკიელის ამავე სახელწოდების ფილმს ეფუძნება.

სერიალი არის ფილმის ნუ შეწყვეტ ოცნებას გაგრძელება. მთავარ როლებს ასრულებენ კატი სანდერსი, რობერტო ფარნესი და ჯულიანა დელსიო. სერიალის მთავარი თემა ნიჭიერ მომღერლებსა და მოცეკვავეებზეა, რომლებიც სატელევიზიო შოუ ნუ შეწყვეტ ოცნება-ში მონაწილეობენ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სერიალში მოთხრობილია ერთი გოგონას ისტორია. ჯორჯა ვალიერი 22 წლის ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც დედასთან და პატარა ძმა მატეოსთან ერთად ცხოვრობს, ერთ პატარა ბინაში. ჯორჯას სიყვარული ცეკვის მიმართ უსაზღვროა, ამიტომ ხშირად ცეკვავს თავისი მეგობრის ბიანკას საბალეტო სკოლაში, თუმცა მხოლოდ მისთვის. ბავშვობაში, ჯორჯას მამამ ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან ერთად წავიდა საცხოვრებლად და გოგონა წლების განმავლობაში ცდილობდა, გაერკვია მისი წასვლის მიზეზი. ჯორჯა დამლაგებლად მუშაობს ტელევიზიაში, რომელიც ახალი სატელევიზიო შოუს „ნუ შეწყვეტ ოცნებას“-თვის ემზადება. ერთ დღეს შემთხვევით ლორენსოს შეხვდება, რომელიც ფილმისა და სერიალის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი გმირია. ის პარიზში ცხოვრობდა ცნობილ ვარსკვლავ სტელასთან ერთად, რომელიც ამ შოუს მეშვეობით გახდა ცნობილი. ქორწინება მალევე დასრულდა და ლორენსო იტალიაში დაბრუნდა, თუმცა სტელა ავტოავარიაში მოხვდება და ოპერაციას გაუკეთებენ, რის შემდეგაც ვეღარ შეძლებს ცეკვას, მას იტალიაში ჩამოიყვანენ და ლორენსო იძულებული გახდება, სტელას დაუბრუნდეს და მასთან ერთად გააგრძელოს ცხოვრება. ჯორჯა ლორენსოს დახმარებით შოუში მოხვდება და გამარჯვებისთვის იბრძვის, მისი მთავარი მოწინააღმდეგე კი ვალერიაა, რომელსაც მონაწილეობა უკვე მიღებული ჰქონდა მსგავს შოუში.

ეპიზოდიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდი სეზონი გამოსვლის თარიღი
1 1 16 მარტი, 2011
2 1 23 მარტი, 2011
3 1 30 მარტი, 2011
4 1 6 აპრილი, 2011
5 1 13 აპრილი, 2011
6 1 20 აპრილი, 2011
7 1 27 აპრილი, 2011
8 1 4 მაისი, 2011

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის გამოსვლიდან მალევე, გამოქვეყნდა წიგნი სახელწოდებით "ნუ შეწყვეტ ოცნებას ჯორჯას დღიური", რომელიც იტალიურმა გამომცემლობა Sperling & Kupfer-მა გამოცა.

გარდა კომპოზიტორის მიერ დაწერილი კომპოზიციებისა, ასევე გამოყენებულია ავრილ ლავინის, რიანას, პაოლა&კიარას, ჯასტინ ბიბერის და The Black Eyed Peas-ის სიმღერები.

2011 წლის 19 მარტიდან CD დისკზე, გამოვიდა "ნუ შეწყვეტ ოცნებას - საუნდტრეკები", რომელიც ხმის ჩამწერმა სტუდია Universal Music Group-მა გამოუშვა. სერიალში ასევე გამოყენებულია ორიგინალური კომპოზიციები, რომელიც სერიალისთვის დაიწერა და ასრულებენ მასში მონაწილე მსახიობები: ლიდია სკილაჩი, იაკობო სარნო, ფრანჩესკო ჩაპიკა, ფაბრიციო ლამბერტი.

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზღაპარი თქვენთვისაა (C'è una favola per te) ასრულებენ: კატი სანდერსი, ლიდია სკილაჩი, იაკობო სარნო, ფრანჩესკო ჩაპიკა, ფაბრიციო ლამბერტი, უნლის ვინჩი, მარტინა ჩაბატი, მიკელე ტორტორიჩი.
  2. მინდა მიყვარდე (Ti vorrei amare) ასრულებს ლიდია სკილაჩი
  3. მე და შენ (You and I) ასრულებს ფრანჩესკო ჩაპიკა
  4. ლამაზი (Beautiful) ასრულებს ლიდია სკილაჩი
  5. ერთად არასდროს დასრულდება (Insieme non c'è fine) ასრულებენ: ლიდია სკილაჩი და იაკობო სარნო
  6. ჩემი ანარეკლი (Il mio riflesso) ასრულებენ: ლიდია სკილაჩი და ტორმენტო
  7. ჩვენი სიყვარული (Il nostro amore) ასრულებს ლიდია სკილაჩი
  8. თუ გინდა იოცნებე (If You Wish to Dream) ასრულებს ლიდია სკილაჩი
  9. პირველად (First Time Again) ასრულებს ფრანჩესკო ჩაპიკა
  10. ჩემი (A modo mio) ასრულებენ: ლიდია სკილაჩი, იაკობო სარნო და ლინდა მესერკლინგერი
  11. თითქოს ეს არ იყო სიყვარული (Come se fosse amore) ასრულებს ლიდია სკილაჩი
  12. გაიზარდა ფონტანი Fontana maggiore ასრულებს ფაბრიციო ლამბერტი
  13. თუ შენ შეიყვარე (If you got a lover)  ასრულებს ლიდია სკილაჩი
  14. რომანტიკა 3 (Romantico 3) ასრულებს ფაბრიციო ლამბერტი
  15. როცა შენ იქნები (Quando sei lassù) ასრულებს ლიდია სკილაჩი
  16. დაქალი (Girlfriend) ასრულებს ლიდია სკილაჩი
  17. უბრალოდ (Just) ასრულებს ლიდია სკილაჩი

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]