ნუკლეოიდი
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d4/Celltypes.png/330px-Celltypes.png)
ნუკლეოიდი (აღნიშნავს ბირთვის მსგავსს, აგრეთვე ცნობილია, როგორც ბირთვული უბანი) — არასწორი ფორმის მქონე კომპარტმენტი პროკარიოტების უჯრედის შიგნით. ნუკლეოიდში მდებარეობს გენეტიკური მასალა. ნუკლეოიდის დნმ-ს აქვს ჩაკეტილი რგოლოვანი ფორმა. მემკვიდრული ინფორმაციის შენახვის ამგვარი ხერხი შეგვიძლია დავუპირისპიროთ ეუკარიოტების ხერხს, როცა დნმ შეფუთულია ქრომოსომებში და იზოლირებულია მემბრანის მქონე ორგანელათი — ბირთვით.
ნუკლეოიდი მარტივად ამოიცნობა ელექტრონული მიკროსკოპით. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს მუდმივი ფორმა, იგი ნათლად ჩანს ციტოპლაზმის ფონზე. სპეციალური დალაქიანების დროს ნუკლეოიდის დანახვა სინათლის მიკროსკოპითაცაა შესაძლებელი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Prescott, L. (1993). Microbiology, Wm. C. Brown Publishers, ISBN 0-697-01372-3