ნუიდის ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუიდის ძეგლები
აზერ. Nüydü abidələri

ბრინჯაო ჩაფხუტი ნიუდინიდან. აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმი (ბაქო)
მდებარეობა აზერბაიჯანი

ნუიდის ძეგლები (აზერ. Nüydü abidələri) — არქეოლოგიური კომპლექსი, რომელიც მიეკუთვნება ძვ. წ. III–I საუკუნეებს. აღმოჩენილია აზერბაიჯანში, აღსუს რაიონის სოფელ ნუიდის სამხრეთ-დასავლეთით. კომპლექსი შედგება დასახლებისა და სასაფლაოსგან. საერთო ფართობი დაახლოებით 10-12 ჰა.[1]

არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელიც განხორციელდა 1961 და 1963 წლებში დასახლების ადგილას უამრავი იარაღი იპოვეს (ხელის წისქვილი, დოქები და სხვ.), მდინარის ქვის სახლის საძირკველი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, და ა.შ., სასაფლაოზე კი აღმოაჩინეს ჭურჭელი, სამკაულები, სხვადასხვა იარაღი ( რკინის შუბი, ბრინჯაოს აბჯარი), და სხვა.[1]

1972-1973 და 1975 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს (კულტურულ ფენფენაში დაახლოებით 1,5 მ), სახლები, სამრეწველო ჭაბურღილები, დოქები, მექანიკური ქარხანა, ქვის თოხები, კაჟიანი და ასე შემდეგ.[1]

გარდა ზოგიერთი დასაკრძალი დოქებისა, სასაფლაო ძირითადად მიწის სამარხებითაა წარმოდგენილი (გამოძიებული 50 საფლავი). აქ, ასევე აღმოჩენილია დიდი რაოდენობით კერამიკული ნაწარმი, რკინის შუბი, ცული, გუთანი, დანა, ბრინჯაოს ყელსაბამი, ბეჭედი, საყურე, მინის მძივები და ა.შ. გათხრების დროს ნაპოვნია ვერცხლის მონეტების საგანძური (იხ. ნუიდის განძი) ასევე აღმოჩენილი არის ინდივიდუალური ნუმიზმატიკის ნიმუშები. ნუიდის მოსახლეობა ეწეოდა სოფლის მეურნეობას, მეცხოველეობას. ასევე აქ განვითარებული იყო ხელოსნობაც.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Нүјдү абидәләри. Под ред. Дж. Кулиева. Азербайджанская советская энциклопедия. Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии. 1983. VII. 311-312.