ნუგზარ შატაიძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუგზარ შატაიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
ისტორიული რაიონი ორთაჭალა, ხარფუხი
წინა სახელები ბერძნის დასახლება, ბერძნების ქუჩა, ნადიკვრის II ქუჩა, ბერძნის ქუჩა

ნუგზარ შატაიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ორთაჭალა, ხარფუხი); დეკაბრისტების მოედნიდან ბეჟან (ჟანი) კალანდაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ბერძნის დასახლება ერქვა, ასეა დატანილი თბილისის 1876 წლის გეგმაზე. შემდეგ წარმოიქმნა მოედანი, ქუჩა და შესახვევი. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ბერძნის ქუჩა. 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ბერძნების ქუჩა, ერთხანს ნადიკვრის II ქუჩა ერქვა, 50-იანი წლებიდან ბერძნის ქუჩა ერქვა.[1] 2017 წელს ნუგზარ შატაიძის სახელი ეწოდა.[2] ჰქონდა 1 შესახვევი (ახლანდ. რუსუდან მეფისაშვილის ქუჩა).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 33–34, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ბერძნის ქუჩის მონაკვეთისთვის მწერლისა და დრამატურგის ნუგზარ შატაიძის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (24 თებერვალი, 2017). ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2024