ნორფოლკ-ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნორფოლკ ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 5-5,5 კგ.
სიმაღლე 24,5-25.5 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ნორფოლკ ტერიერი (ინგლ. Norfolk Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში შუა საუკუნეებში.

ნორვიჩ ტერიერს, რომელიც ოფიციალურად 1932 წელს აღიარეს დიდ ბრიტანეთში, შეიძლება ჰქონდეს როგორც მდგრადი, ასევე დაშვებული ყურები. სწორედ ეს გახდა იმის საბაბი, რომ1965 წელს დაშვებული ყურების მქონე ძაღლებმა დამოუკიდებელი ჯიშის - ნორფოლკ ტერიერის სტატუსი მიიღეს. გარეგნულად (ყურების გამოკლებით, წარმოშობით, ხასიათით, სამუშაო თვისებებით ნორფოლკ ტერიერი არაფრით განსხვავდება ნორვიჩ ტერიერისგან. ნორფოლკი ძალიან კარგი პატარა ძაღლია, რომლებისთვისაც, დიდი ტერიერების მსგავსად, დამახასიათებელია ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე თავდასხმის და განადგურების სურვილი. კატასთან ნორფოლკის (ისევე როგორც სხვა ტერიერების) გაცნობა უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად, რომ მან შეძლოს თავისი ბუნებრივი ინსტინქტების მოთოკვა.

მშვიდი და ძლიერი ნორფოლკი ძალიან კარგი კომპანიონი და მოდარაჯეა, პირველივე საეჭვო ხმაურის, ან უცნობი ადამიანის გამოჩენის შემთხვევეაში ის დაუყოვნებლივ იწყებს ყეფას. ის კარგად გრძნობს თავს ქალაქშიც და სოფელშიც: ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშისთვის მას პატარა ბაღიც ეყოფა. ნორფოლკ-ტერიეს აქვს უხეში, მავთულისებრი ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს ხორბლისფერი, ჟღალი, ჟღალი შავით, ნაცრისფერი თეთრით და რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. კარგად უძლებს სიცივეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: