ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა
Bayeux Tapestry WillelmDux.jpg
თარიღი 1066–1072
მდებარეობა ინგლისის სამეფო
შედეგი უილიამ დამპყრობელმა დაიკავა ინგლისის ტახტი. ინგლისი და ნორმანდია ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა.
მხარეები
Arms of William the Conqueror (1066-1087).svg ნორმანდიის საჰერცოგო Coa King Harold Godwinson.svg ინგლისის სამეფო
მეთაურები
უილიამ I დამპყრობელი ჰაროლდ გოდვინსონი
ვიკისაწყობი Commons-logo.svg ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა

ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობანორმანი ფეოდალების შეჭრა ინგლისში ნორმანდიის ჰერცოგ უილიამ დამპყრობლის მეთაურობით 1066 წელს. საბაბად გამოიყენეს უილიამის პრეტენზიები ინგლისის სამეფო ტახტზე, რომელიც ეფუძვნებოდა ამ წლის დასაწყისში გარდაცვლილ ანგლო-საქსონ მეფესთან, ედუარდ აღმსარებელთან ნათესაობას. ნორმანდიელი ბარონების გარდა, შეჭრაში მონაწილეობას იღებდნენ საფრანგეთის სხვადასხვა მხარის ფეოდალები. მათ იალქნიანი გემებით გადალახეს ლა-მანშის სრუტე და 28 სექტემბერს ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე გადასხდნენ. გადამწყვეტი ბრძოლა უილიამისა და ახალი მეფის, ჰაროლდ გოდვინსონის ჯარებს შორის 14 ოქტომბერს გაიმართა ჰასტინგსთან. ბრძოლის შედეგი ნორმანდიულმა კავალერიამ გადაწყვიტა, რომელმაც მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარის დიდი ნაწილი გაანადგურა. თავად ჰაროლდი ბრძოლის ველზე დაეცა. 25 დეკემბერს უილიამი ანგლო-საქსონთა მეფედ ეკურთხა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]