ნორაირ ასლანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორაირ ასლანიანი
ასლანიანი ვილემ-2-თან ერთად
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნორაირ ასლანიანი
დაბადების
თარიღი
25 მარტი, 1991 (1991-03-25) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
ქარაჰუნჯი, სომხეთის სსრ
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ვინგერი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
OFC ოოზსტაანი
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
2004-2009 გრონინგენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009 - 2011 გრონინგენი 6 (0)
2009 - 2010 ვეენდამი (იჯარით) 0 (0)
2010 ქამბური (იჯარით) 7 (0)
2011 - 2013 ზვოლე 24 (5)
2012 - 2013 ემენი (იჯარით) 27 (6)
2013 - 2015 ვილემ-2 22 (2)
2014 - 2015 ალმერე სითი (იჯარით) 35 (7)
2015 - 2016 ალმერე სითი 25 (4)
2016 - 2017 ტელსტარი 2 (0)
2017 ალაშკერტი 2 (0)
2018 ემენი 6 (1)
2018 - 2019 კატვიჯკი 32 (6)
2019 - OFC ოოზსტაანი
ეროვნული ნაკრები
2013 - სომხეთი 8 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ნორაირ ასლანიანი (სომხ. Նորայր Ասլանյան; დ. 25 მარტი, 1991, ქარაჰუნჯი, სომხეთის სსრ) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ვინგერი. იგი ამჟამად თამაშობს სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და გერმანულ დერდე დივიზიონის კლუბ „OFC ოოზსტაანი“-ში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორაირ ასლანიანი დაიბადა 1991 წლის 25 მარტს, ქარაჰუნჯში, სომხეთის სსრ-ში, სომხების ოჯახში. მის დაბადებამდე ოჯახმა მიიღო აზერბაიჯანული გვარი მამედოვი, რათა მთიანი ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანელი ლტოლვილის სტატუსით ევროპაში ადვილად გადასულიყვნენ. მოგვიანებით ოჯახი ნიდერლანდებში გადავიდა. ასლანიანმა აღზრდისას ისწავლა როგორც გერმანული ისე სომხური ენა.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასლანიანმა ფეხბურთი თამაში ნიდერლანდებში, 13 წლის ასაკში დაიწყო. მისი ახალგაზრდული კლუბი იყო გრონინგენი. 17 წლის ასაკში იგი იყო გრონინგენის იმ გუნდის წევრი, რომელმაც ნიდერლანდების ახალგარდული ჩემპიონატი მოიგო. 2013 წლის იანვარში მან კიდევ ერთ ახალგაზრდულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელიც შეერთებულ შტატებში ჩატარდა; მისმა გუნდმა ტურნირი მე-2 ადგილით დაასრულა.[1]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 20 თებერვალს, სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეთაურმა ვარდან მინასიანმა ნორაირ ასლანიანი უმაღლეს ნაკრებში გამოიძახა, რათა მონაწილეობა მიეღო სერბეთისა და კანადის წინააღმდეგ დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში.[2] თუმცა, იგი კლუბში თამაშისას მიღებული ტრავმის გამო იძულებული გახდა გამოეტოვებინა ნაკრების შეხვედრები.[1] 2012 წლის მაისში იგი კიდევ გამოიძახეს ნაკრებში.[3]

2013 წლის იანვარში მან სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი გამოძახება მიიღო. მისი დებიუტი შედგა ლუქსემბურგის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ, 2013 წლის 5 თებერვალს.[4][5][6]

თამაშის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასლანიანი თამაშობს როგორც თავდამსხმელი; იგი ცნობილია საკუთარი სიჩქარითა და აჩქარებით.[1]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორაირი დაქორწინებულია ანა ასლანიანზე. ისინი ერთმანეთს ნიდერლანდებში გამართულ სომხურ წვეულებაზე შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან დაიწყო მათი უერთიერთობა. მან გვარი შეცვალა მანამდე, სანამ ის სომხეთის ეროვნულ გუნდს შეუერთდებოდა.[1][7] ნორაირ ასლანიანი სახელის შეცვლის შემდეგ, "ასლანიანი-მამედოვი"-ს სახელით თამაშობდა მანამ სანამ მის დოკუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.[8]

ასლანიანს აქვს არაერთი ტატუ - რამდენიმე ვარდის ნახატი, ოჯახის წევრების სახელების პირველი ასოები, რომელიც სომხურ ენაზეა დაწერილი (ხელებზე).[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]