შინაარსზე გადასვლა

ნიღაბჩამოხსნილი სახე (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ნიღაბჩამოხსნილი სახე
The Naked Face“
რეჟისორი ბრაიან ფორბსი
პროდიუსერი იორამ გლობუსი
მენაჰემ გოლანი
რონი იაკოვი
სცენარის ავტორი ბრაიან ფორბსი
ეფუძნება ნიღაბჩამოხსნილი სახე
სიდნეი შელდონი
როლებში როჯერ მური
როდ სტეიგერი
ელიოტ გულდი
კომპოზიტორი მაიკლ ლევისი
სტუდია The Cannon Group
გამოსვლის თარიღი 13 ივნისი, 1984, აშშ-ის დროშა აშშ
ხანგრძლივობა 103 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური

ნიღაბჩამოხსნილი სახე1984 წლის ამერიკული დეტექტიური ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორია ბრაიან ფორბსი. იგი ეფუძნება სიდნეი შელდონის ამავე სახელწოდების რომანს. ფილმში მთავარ როლებს როჯერ მური, როდ სტეიგერი და ელიოტ გულდი ასრულებენ.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ჩიკაგოს მცხოვრები ექიმი-ფსიქოანალიტიკოსი ჯად სტივენსის (როჯერ მური) პაციენტი, უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ ქუჩაში მოკლეს. მოკლულს ექიმის პალტო ეცვა.

პოლიციის დეტექტივები მაკგრეივი (როდ სტეიგერი) და ანჯელი (ელიოტ გულდი) სტივენს ოფისში აკითხავენ. მაკგრეივს ჯადი თვალში არ მოსდის. რამდენიმე წლის წინ მაკგრეივის მეწყვილე მოკლეს, თვითონ ის კი დაჭრეს, როცა ისინი შეეჯახნენ ბანდიტებს, რომლებიც ღვინის მაღაზიას ძარცვავდნენ, ძარცვაში ბრალი დასდეს და დააპატიმრეს ვინმე ამოს ზიფრენი. თავისიკლიენტი რომ გაემართლებინათ, ბრალდებულის ვექილი იჟინებდა, ძარცვის დროს იგი შეურაცხადი იყოო. ექიმი სტივენსი დაცველებმა ზიფრენის გამოსაკვლევად ექსპერტად მიიწვიეს.

გამოკვლევამ, რომ ზიფრენს პროგრესული ნახევრად დამბლა ტანჯავდა, რამაც მის ფსიქიკაში შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვია. ამის საფუძველზე ზიფრენმა სასიკვდილო განაჩენს თავი დააღწია და იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს. მაკრეივი თვლიდა, რომ ექიმმა დამნაშავეს ხელი შეუწყო, რომ ელექტროსკამი ასცდენოდა.

ცოტა ხანში ჯადს თავს ესხმიან, თუმცა ექიმი გადარჩენას ახერხებს. მაკგრეივის არ სჯერა, რომ ექიმს თავს დაესხნენ და პირიქით, მიაჩნია, რომ ჯადმა ეს ყველაფერი მოიგონა, რათა თავის დანაშაული, პაციენტის მკვლელობა, გადაფაროს. ანჯელი კი ჯადის მიმართ სიმპატიებს ავლენს. სტივენსი მრავალი უშედეგო ცდის შემდეგაც ვერ ახერხებს თავის უდანაშაულობის დამტკიცებას და პოლიციის მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფება. ნამდვილ მკვლელი კი სტივენსზე ნადირობას აგრძელებს და ექიმის ყოფილი პაციენტების დაუნდობლად ხოცავს. ჯადი იძულებულია საკუთარი ძალებით გამოავლინოს მკვლელი.

ერთ შვენიერ დღეს, ფსიქოანალიტიკოსი ყვითელი ფურცლებიდან შემთხვევით კერძო დეტექტივი მორგენსის შესახებ იგებს. ექიმი დეტექტივს დაიქირავებს. ეს უკანასკნელი ჯადის მანქანაში ასაფეთქებელ ნივთიერებას აღოაჩენს. მორგენსს მკვლელის ვინაობაზე თავისი ვერსიები აქვს. ერთ საღამოს,სტივენს მორგენსი ურეკავს და ატყობინებს, რომ მან ნამდვილი მკვლელი აღმოაჩინა, მაგრამ უარს ამბობს ტელეფონის ისაუბროს ამაზე. ის ვინმე დონ სისინი სახელს ახსენებს და ექიმს სთხოვს შუაღამისას დოკში შეხვდეს. დეტექტივი თვლის, რომ არავის შეიძლება ენდონ, მათ შორის არც პოლიციას. დეტექტივი მორგენსს კლავენ...

მცირეხნიანი კვლევის შემდეგ, ჯადი ადგენს, რომ დონ სისინი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელია. ანჯელის სტივენსი სოფლად, იზოლირებულ სახლში მიჰყავს. სახლში ცრუ შვეიცრები არიან. ანჯელი ექიმს იარაღს უმიზნებს და უბრძანებს წინ იაროსნ სტივენსი მიხვდა რომ ანჯელი პოლიციაში ჩანერგილი ჯაშუშია, რომელიც განგსტერებს ემსახურება. კადრში დონ სისინი ჩნდება. ჯადი მისგან იგებს, რომ განგსტერის ცოლი ანა ბლეიკი, ის ქალია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ექიმთან კონსულტაციებზე დადიოდა. დონ სისინი ეუბნება სტივენს, რომ ექიმს არ უნდა გაეგო განგსტერის საქმეების შესახებ. სტივენსი ამბობს რომ ანას არაფერი უთქვამს მისთვის და მან არაფერიც არ იცის დონ სისინის საიდუმლო ბიზნესზე. თუმცა ეს უკანასკნელი არ აპირებს დაუჯეროს ექიმს და უბრძანებს ქვეშევრდომებს მოკლან ის. ჯადი მიტოვებულ საწყობში მიჰყავთ, თუმცა მის მაგივრად ანჯელის კლავენ. ჯადი გარბის, თუმცა მას მალევე იჭერენ. ზუსტად ამ დროს, მაკგრეივი და პოლიციელები მოდიან საწყობში და ექიმსაც გადარჩენენ. დონს ანა კლავს.

ეპილოგში, ჯადი მუეღლის სასაფლაოზე იყოფება. მასთან ანა ბლეიკი მიდის, თავს გადახდენილი ამბების გამო ბოდიშს უხდის. ისინი სასაფლაოს ერთად ტოვებენ. მოულოდნელად სნაიპერი ანას ესვრის და კლავს. თვითონ კი სწრაფად ტოვებს იქაურობას. ჯადი ანას გვამს დასტირის...

ფილმი კინოეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა, ნაწარმოები კი, რომელიც ფილმს დაედო საფუძვლად. ამერიკელმა მწერალმა სიდნეი შელდონმა 1970 წელს დაწერა.

მსახიობი როლი
როჯერ მური ექიმი ჯად სტივენსი
როდ სტეიგერი ლეიტენანტი მაკგრეივი
ელიოტ გულდი ანჯელი
არტ კარნი მორგენსი
ენ არჩერი ანა ბლეიკი
დევიდ ჰედისონი ექიმი პეტერ ჰედლი
ჯონ კაპელოსი ფრენკი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]