ნიტრილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ნიტრატები, ნიტრიდები, ან ნიტრიტები.
სტრუქტურა

კარბომჟავების ნიტრილები, ციანური ნაერთები, ციანწყალბადმჟავას ორგანული ნაწარმები. მათი სტრუქტურული იზომერებია იზონიტრილები. ნიტრილების რიგის პირველი წარმომადგენელია ციანწყალბადი (ფორმონიტრილი). დაბალი რიგის ალიფატური ნიტრილები არასასიამოვნო სუნის მქონე სითხეებია, უმაღლესი კი მყარი კრისტალური ნივთიერებებია. ბენზონიტრილი მწარე ნუშის სუნის მქონე უფერული სითხეა. ადვილად მიმდინარეობს უჯერი რადიკალების შემცველი ნიტრილების პოლიმერიზაცია, მაგალითად, წარმოებაში აკრილონიტრილის პოლიმერიზაციით მიიღება პოლიაკრილნიტრილის ბოჭკო, მეტაკრილნიტრილიდან იღებენ ორგანულ მინას.

ნიტრილებს ღებულობენ ამიდების, კარბომჟავა ამონიუმის მარილების დეჰიდრატაციით და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]