შინაარსზე გადასვლა

ნიტრიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ნიტრატები, ნიტრილები, ან ნიტრიტები.

ნიტრიდებიაზოტის ნაერთები ელექტროდადებით ელემენტებთან, უმთავრესად ლითონებთან. აღნაგობისა და თვისებების მიხედვით განასხვავებენ ნიტრიდების სამ ჯგუფს: იონურს (პერიოდული სისტემის I და II ჯგუფის ლითონთა ნიტრიდები), კოვალენტურსა (არალითონთა, აგრეთვე , , , -ის ნიტრიდები) და ლითონისებრს (გარდამავალ ლითონთა ნიტრიდები). კოვალენტური ჯგუფის ნიტრიდები დიელექტრიკები ან ნახევრად გამტარებია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბორის ნიტრიდი. გარდამავალ ლითონთა ნიტრიდები არასტექიომეტრიული ნაერთებია; მათთვის დამახასიათებელია მაღალი ქიმიური მდგრადობა, მაღალი ელექტრო- და თბოგამტარობა, სიმტკიცე და სხვ. ლითონის ზედაპირზე ნიტრიდები წარმოიქმნება აზოტის ან ამიაკის მოქმედების შედეგად 500–900°C ტემპერატურაზე. ლითონის ნაკეთობა, რომელსაც ნიტრიდული დანაფარი აქვს, უფრო გამძლე, ცვეთა- და კოროზიამედეგია. ნიტრიდების ნაკეთობებს იყენებენ მაღალ ტემპერატურულ ტექნიკაში, ენერგეტიკაში, კოსმოსურ ტექნიკაში.