ცოტნე მაჭავარიანი
იერსახე
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 სექტემბერი, 1997 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო[1] |
სიმაღლე | 180 სმ |
წონა | 74 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | საქართველო |
სპორტი | ტყვიის სროლა |
კლუბი | ნინო სალუქვაძის კლუბი[1] |
მწვრთნელი | ნინო სალუქვაძე[1] |
ცოტნე მაჭავარიანი (დ. 26 სექტემბერი, 1997, თბილისი)[2] — ქართველი ტყვიის მსროლელი. ცნობილი ტყვიის მსროლელის, ნინო სალუქვაძის შვილი, რომელმაც 1988 წლის შემდეგ ყველა ოლიმპიადაზე იასპარეზა. 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ცოტნე მაჭავარიანმა მე-6 ადგილი დაიკავა 10 მეტრიდან ჰაერში სროლაში.[3] მას ჰყავს და სახელად ნინო, მამამისი — გოგა მაჭავარიანი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.[2] 2015 წლის ევროპულ თამაშებზე მაჭავარიანმა მე-14 ადგილი დაიკავა. 2016 წელს ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე გახდნენ პირველი დედა-შვილი, რომელთაც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 MACHAVARIANI, Tsotne – GEO. issf-sports.org
- ↑ 2.0 2.1 Asset Declaration of Public Official დაარქივებული 2016-08-15 საიტზე Wayback Machine. . Civil Service Bureau of Georgia (17 April 2012).
- ↑ Shooting sports – Tsotne MACHAVARIANI. the-sports.org
- ↑ Schladebeck, Jessica (4 May 2016) Olympic games in Rio de Janeiro will welcome first ever mother and son competitors. nydailynews.com