ნიკოლოზ შარაბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ შარაბიძე (დ. 1878 — გ. უცნობია) — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წელს დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი. 1902 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამეფო კართან არსებული სასიმღერო კაპელის რეგენტის კლასი. მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა საგუნდო სიმღერას და თეორიულ საგნებს თბილისის სასულიერო სემინარიაში, ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიაში, სხვადასხვა სკოლასა და მუსიკალურ სასწავლებლებში. 1918-1921 წლებში მოღვაწეობდა თბილისსა და ქუთაისში. 1946 წლიდან ასწავლიდა ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში. 1923–1954 წლებში ასწავლიდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. დაწერილი აქვს საგუნდო ნაწარმოებები, საბავშვო სიმღერები, რომანსები, დამუშავებული აქვს ქართული ხალხური სიმღერები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 478.
  • Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 263 (რუსული)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]