ნიკოლოზ ჟავორონკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლოზ ჟავორონკოვი
დაბ. თარიღი 25 ივლისი (7 აგვისტო) 1907
დაბ. ადგილი სტრელეცკიე-ვისელკი
გარდ. თარიღი 5 აგვისტო 1990(1990-08-05) (83 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია კუნცევოს სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო არაორგანული ქიმია
მუშაობის ადგილი რუსეთის დიმიტრი მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი რუსეთის დიმიტრი მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკური მეცნიერებების დოქტორი
ჯილდოები სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და დიმიტრი მენდელეევის სახელობის ოქროს მედალი

ნიკოლოზ მიხეილის ძე ჟავორონკოვი (რუს. Николай Михайлович Жаворонков) (დ. 7 აგვისტო [ ძვ. სტ. 25 ივლისი], 1907, სოფ. სტრელეცკიე-ვისელკი, ახლანდელი მიხაილოვის რაიონი, რიაზანის ოლქი ― გ. 5 აგვისტო, 1990, მოსკოვი) — საბჭოთა ეპოქის ქიმიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1962). სოციალისტური შრომის გმირი (1969). სკკპ წევრი 1939-იდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმია-ტექნოლოგიური ინსტიტუტი (1930), ლევ კარპოვის სახელობის ფიზიკა-ქიმიური ინსტიტუტის დირექტორი (1944–1948), დ. მენდელეევის სახელობის ქიმია-ტექნოლოგიის ინსტიტუტის რექტორი (1948–1962). 1962-იდან ნიკოლოზ კურნაკოვის სახელობის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკა-ქიმიისა და არაორგანული მასალათა ტექნოლოგიის განყოფილების აკადემიკოსი მდივანი (1963). ჟავორონკოვის ძირითადი შრომები ეძღვნება არაორგანული ქიმიის და ტექნოლოგიის საკითხებს. სსრკ სახელმწიფო პრემია (1953); დ. მენდელეევის სახელობის პრემია (1950) და ოქროს მედალი (1969).

დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 4 სხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]