დიმიტრი მენდელეევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მენდელეევი, დიმიტრი)
დიმიტრი მენდელეევი
რუს. Дмитрий Иванович Менделеев[1]
დაბ. თარიღი 8 (20) თებერვალი, 1834[2] [3] [1]
დაბ. ადგილი ტობოლსკი, Tobolsk Governorate, რუსეთის იმპერია[2] [4] [5] [3] [1] [6]
გარდ. თარიღი 20 იანვარი (2 თებერვალი), 1907[2] [5] [7] (72 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, რუსეთის იმპერია[5] [4] [1] [6] [7]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია[1]
საქმიანობა ქიმიკოსი[1] [8] , ფიზიკოსი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი[1] და ეკონომისტი[1]
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი[1] , რიშელიეს ლიცეუმი[1] , პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მთავარი პედაგოგიური ინსტიტუტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი
განთქმული მოსწავლეები დიმიტრი კონოვალოვი, ვალერი გემილიანი, ალექსანდრე ბაიკოვი, ალექსეი პოტილიცინი და სერგეი პროკუდინ-გორსკი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე ანა პოპოვა[1] და Feozva Nikitichna Leshcheva
მამა Ivan Pavlovich Mendeleyev
შვილ(ებ)ი ვლადიმერ მენდელეევი[1] , ლიუბოვ ბლოკი[1] და ვასილი მენდელეევი[1]
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, კოპლის მედალი[9] , ფარადეის ლექციის პრიზი, დემიდოვის პრემია, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, დევის მედალი[10] და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[11]
ხელმოწერა

დიმიტრი მენდელეევი (რუს. Дми́трий Ива́нович Менделе́ев; დ. 8 თებერვალი [ძვ. სტ. 27 იანვარი], 1834, ტობოლსკი — გ. 2 თებერვალი [ძვ. სტ. 20 იანვარი], 1907, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი ქიმიკოსი, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ვერსიის ავტორი. ცხრილის გვიანდელ ავტორთაგან განსხვავებით მენდელეევმა წინასწარ განჭვრიტა იმ დროისთვის ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ელემენტთა მნიშვნელობები.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელგანთქმული რუსი ქიმიკოსი, პერიოდულობის სისტემის შემქმნელი დიმიტრი ივანეს ძე მენდელეევი დაიბადა 1834 წლის 8 თებერვალს დიდ ოჯახში ქალაქ ტობოლსკში. იგი იყო მე-13 შვილი 17-დან, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ მენდელეევების ოჯახში გაცილებით მეტი ბავშვი იყო და უბრალოდ ისინი ადრეულ ასაკში დაიღუპნენ.

მენდელეევი იყო გენიალური ქიმიკოსი. ასეთი სისტემები მენდელეევამდეც არსებობდა, უბრალოდ ისინი არ იყო სრულყოფილი. მენდელეევის დროს ცხადია არ იყო აღმოჩენილი ყველა ქიმიური ელემენტი, მაგრამ მენდელეევმა წინასწარ განსაზღვრა ამ ელემენტების არსებობა და პერიოდულობის სისტემაში საჭირო ადგილები გამოყო მათთვის.

მენდელეევს მამა, ივან პავლეს ძე მენდელეევი, 13 წლის ასაკში გარდაეცვალა. დედა მარია დიმიტრის ასული მენდელეევა (ქალიშვილობის გვარი კორნილეევა) ფლობდა მინის ქარხანას, რაც ბავშვობიდანვე იზიდავდა მომავალ ქიმიკოსს. ის ერთი პერიოდი იქვე მუშაობდა. მენდელეევი 13 წლის იყო, როდესაც ტობოლსკის გიმნაზიაში შეიყვანეს, ქარხანა კი დაიწვა.

1849 წელს მისი უკვე ძალიან ღარიბი ოჯახი გადავიდა სანქტ პეტერბურგში, სადაც დიმიტრიმ მოახერხა მთავარ პედაგოგიურ სასწავლებელში სწავლის დაწყება. მოგვიანებით მას ტუბერკულოზი დაუდგინეს, რის გამოც ყირიმში მოუწია გადასახლება, საიდანაც 1857 წელს დაბრუნდა.

1859-1861 წლებში მან შეისწავლა სითხეების კაპილარული მოვლენები და სპექტროსკოპზე მუშაობდა ჰაიდელბერგში. 1862 წელს ის დაქორწინდა ფეოზვა ნიკიტიჩნა ლეშჩევაზე. იმ დროისთვის რუსეთში ქიმია არც თუ ისე კარგად იყო განვითარებული. 1863 წელს დიმიტრი გახდა პროფესორი პეტერბურგის ტექნოლოგიურ და პეტერბურგის უნივერსიტეტებში. 1867 წლისათვის ის ე.წ. მუდმივი წევრი (tenure) ამ უნივერსიტეტებისა. 1865 წელს მან მიიღო მეცნიერებათა დოქტორის წოდება შრომისათვის: „წყლისა და ალკოჰოლის კომბინაციების“ შესახებ, მისმა შრომებმა 1871 წლისათვის პეტერბურგი ქიმიური კვლევების მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი ცენტრი გახდა.

1876 წელს ის შეხვდა ანა ივანოვნა პავლოვნას, რომელიც ძალიან, ძალიან შეუყვარდა. 1881 წელს მან ცოლობა სთხოვა ანნას, უარყოფის შემთხვევაში კი თავის მოკვლით დაიმუქრა. 1882 წელს გაშორდა პირველ ცოლ ფეოზვას, მაგრამ მაშინ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წესდებით პირველი ქორწინებიდან 7 წელი მაინც უნდა გასულიყო მეორე ქორწინებამდე. ამიტომ მისი ქორწინება უკანონოდ ჩაითვლა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ის ვერ მოხვდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში, თუმცა იმ დროისთვის სახელგანთქმული მეცნიერი იყო. მას ჰყავდა ორი შვილი ვალოდია და ოლგა ფეოზვასგან, ხოლო 4 ანნასგან. ცნობილია, რომ ერთ-ერთ ვაჟს ერქვა ივანი. მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ლუიბოვი შემდგომში ცნობილი რუსი პოეტის ალექსანდრ ბლოკის ცოლი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მენდელეევი დაფასებული მეცნიერი იყო (მან მიიღო კოპლის (Copley) მედალი ლონდონის სამეცნიერო საზოგადოებისაგან) 1890 წლის 17 აგვისტოს თავი დაანება პეტერბურგის უნივერსიტეტს, გადადგა რა თანამდებობიდან.

1893 წელს ის გახდა წონისა და საზომების (Weights and Measures) ბიუროს დირექტორი. სწორედ მისი დამსახურებაა არყის წარმოებაში ახალი სახელმწიფო სტანდარტების შემოღება. მისი ღრმა ცოდნა მოლეკულური წონებისა და ურთიერთქმედების შესახებ გახდა საწინდარი დასკვნისა, რომ საუკეთესო ხარისხის გარანტიაა ბალანსი: 1 მოლეკულა ეთილის სპირტისა და 2 წყლისა, შესაბამისად არაყი უნდა შეიცავდეს 38% ალკოჰოლს და დანარჩენი 62% უნდა იყოს წყალი. 1894 წელს რუსეთის მთავრობამ მიიღო ახალი კანონპროექტი და დააწესა, რომ არაყი უნდა წარმოებულიყო 40% ალკოჰოლის დონით.

მენდელეევმა შეისწავლა ნავთობის შემადგენლობა და სათავე დაუდო რუსეთში პირველ ნავთობგადამამუშავებელ ფაბრიკას.

დიმიტრი ივანოვიჩ მენდელეევი გარდაიცვალა პეტერბურგში 1907 წლის 2 თებერვალს, 72 წლის ასაკში გრიპისგან.

მის პატივსაცემად მთვარის ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი მიენიჭა, მისივე შექმნილ პერიოდულობის სისტემაში კი 101-ე, რადიაქტიურ ელემენტს მენდელეევიუმი ეწოდა.

პერიოდული სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დ. მენდელეევმა 1869 წელს აღმოაჩინა ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის კანონი, რომლის გრაფიკული ასახვაა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა. ამ სისტემას არაფორმალურად „მენდელეევის ცხრილს“, „პერიოდულობის სისტემას“ ან უბრალოდ „პერიოდულ სისტემას“ უწოდებენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 https://www.biography.com/people/dmitri-mendeleyev-9405465
  2. 2.0 2.1 2.2 Л. Чугаев Менделеев, Дмитрий Иванович // Новый энциклопедический словарьСПб: 1915. — Т. 26. Мацеевский — Молочная кислота. — С. 263–269.
  3. 3.0 3.1 И. Чельцов, В. К. Менделеев, Дмитрий Иванович // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1896. — Т. XIX. — С. 82–85.
  4. 4.0 4.1 Погодин С. А. Менделеев Дмитрий Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1974. — Т. 16 : Мёзия — Моршанск. — С. 67–69.
  5. 5.0 5.1 5.2 Mendeléeff, Dmitri Ivanovich // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911.
  6. 6.0 6.1 www.accademiadellescienze.it
  7. 7.0 7.1 Менделеев, Дмитрий Иванович // Маммилярия — Мера стоимости — 1938. — Т. 38.
  8. The Fine Art Archive — 2003.
  9. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  10. Award winners : Davy Medal
  11. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 242.