შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ იაკობაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ იაკობაშვილი (დ. 16 დეკემბერი, 1914, ჩიხა — გ. 23 ივნისი, 1989) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი.

1938 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი.

1943–1946 წლებში მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროს ტრესტ „საქეთერზეთში“ მთავარ ინჟინრად, 1946–1959 წლებში მმართველად. 1959–1970 წლებში იყო „საქცხიმეთერზეთის“ მმართველი, 1970 წლიდან საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ეთერზეთების მრეწველობის განყოფილებას. ნიკოლოზ იაკობაშვილის შრომები ეძღვნება ეთერზეთოვანი კულტურების ნედლეულის ბიოქიმიურ და ტექნოლოგიურ შესწავლას, ნედლეულის კომპლექსური გადამუშავების ტექნოლოგიას და გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების გამოყენებას. მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით თბილისში 1968 წელს ჩატარდა ეთეროვანი ზეთების მრეწველობის სპეციალისტთა IV მსოფლიო კონგრესი. იყო მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და სიმპოზიუმის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967). პროფესორი (1986). კვების მრეწველობის დარგის სპეციალისტი. საქართველოში ეთეროვანი ზეთების კვლევის ფუძემდებელი.

  • 1988 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 — საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ეთერზეთოვანი კულტურებისა და ზეთების წარმოება საქართველოში, თბილისი, 1982, გვ. 47
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018, გვ. 158

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]