შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ დროზდოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ გრიგოლის ძე დროზდოვი (დ. 26 ოქტომბერი, 1944) — ქართველი ჟურნალისტი, ქართული დოკუმენტური კინოს რეჟისორი და სცენარისტი.

დაიბადა 1944 წლის 26 ოქტომბერს, ყარაღანდის ოლქში (ყაზახეთის სსრ). მშობლები: მამა - გრიგოლ დროზდოვი, დედა - ქეთევან ორახელაშვილი 30-იან წლებში  გახდნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი. „კარლაგში“ სასჯელის მოხდის შემდეგ იძულებით დატოვეს ყაზახეთში.1955 წელს, მშობლების რეაბილიტაციის შემდეგ, ოჯახი დაბრუნდა თბილისში.[1]

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

1980-1985 წლებში იყო საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი რედაქტორი, 1985-1994 წლებში ამავე სტუდიის შემოქმედებითი გაერთიანება „პოზიციის“ სამხატვრო ხელმძღვანელი; 1985-1995 წლებში — საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი.

როგორც რეჟისორმა თავისივე სცენარით გადაიღო დოკუმენტური კინოფილმები: „ზაქარიას ველი“ (1984), „ნოდარ დუმბაძე“ (1986), „ბედისწერა“ (1987), „მარადისობის მძევალი“ (1989), „შევარდნაძის ხანის თეატრი“ (1993), ციკლი „გზა შინისაკენ“ — ექვსი ფილმი (1990-1994).

1995-2012 წლებში მუშაობდა რეჟისორად ტელეკომპანიებში: „აუდიენცია“, „მე-9 არხი“, „მზე“, სადაც შექმნა 100-სერიიანი დოკუმენტური ციკლი „საქართველო, XX საუკუნე“ (1999-2000); ფილმი „ვივატ, El Capitan"; მრავალსერიიანი  პროექტი „პატრიოტთა თამაშები“ (2004-2005): „პარადოქსები მეტალურგისგან“, „უბილეთო მგზავრი“, „კაცი, რომელიც არღვევს კედლებს“, „პატრიარქის შემოდგომა“, „ორიგინალის ასლი“, „ამხედრებულ მეამბოხეთა საგა"; ტელეფილმები: „იოსებ სტალინი. მეორედ მოსვლა?“ (2003.), „თავის უფალი“ (2012). ასევე მრავალი სხვადასხვა პროექტი.

ნიკოლოზ დროზდოვი 100-ზე მეტი კინო და ტელეფილმის ავტორია. ეწევა ლიტერატურულ საქმიანობას.[2]

  • 1987 — საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისათვის „ნოდარ დუმბაძე“.
  • 1998 — სამთო ფილმების საერთაშორისო „ბანსკო ფილმ ფესტივალის“ (ბულგარეთი) მთავარი პრიზი ფილმისთვის „ვივატ, El Capitan“.
  • 1999 — ღირსების ორდენი „ქართულ კინოში შეტანილი წვლილისათვის“.
  • 2019 — ვერცხლის მედლის ლაურეატი  წიგნისათვის „სიყვარულისა და სასოწარკვეთილების ორი ამბავი“ - გერმანული საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი „წლის საუკეთესო წიგნი“,  ბერლინი-ფრანკფურტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს შსს-ს საარქივო სამმართველოს ჟურნალი „საარქივო მოამბე“,  თბ., 2011. გვ.74.
  2. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ბიოგრაფიული ლექსიკონი.