ნიკოლოზ გოლიცინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ გოლიცინი (დ. 16 ივნისი, 1809 ― გ. 3 ივლისი, 1892, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ინფანტერიის გენერალი (1880).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ცარსკოე-სელოს ლიცეუმი. 1826 წლიდან მსახურობდა გვარდიის გენერალურ შტაბში, მონაწილეობდა 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში, პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში (1830–1831). 1834 წლიდან იყო ადიუტანტ-პროფესორი. 1838–1847 წლებში იყო სამხედრო აკადემიის სტრატეგიისა და სამხედრო ისტორიის კათედრის გამგე. 1850 წლიდან იყო მთავარი შტაბის კომიტეტების წევრი. 1852–1855 წლებში იყო გაზეთის რედაქტორი. 1872–1878 წლებში დაწერა 15-ტომიანი კაპიტალური ნაშრომი „მსოფლიოს სამხედრო ისტორია“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]