ნიკოლოზ ბერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიკოლოზ დიტოს ძე ბერია (დ. 1925, სოფ. ოდიში, სოხუმის რაიონი ― გ. 1948, სოხუმი, სოხუმი), საბჭოთა კავშირის გმირი (17 ნოემბერი, 1943).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1943 წლის დამდეგს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში, იბრძოდა ყუბანში, ტამანის ნახევარკუნძულზე, 1943 წლის ნოემბერში - ქერჩის ნახევარკუნძულზე. მამაცობისათვის, რომელიც გამოიჩინა სადესანტო ოპერაციაში ქერჩის სრუტის გადალახვისა და პლაცდარმის დაკავებისათვის, მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა სოხუმში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 318, თბ., 1977
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981