ნიკოლოზ აბაშიძე (არქიტექტორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
ნიკოლოზ აბაშიძე
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი, 1910
ბაქო, აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 4 იანვარი, 1980 (69 წლის)
ბათუმი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი
საქმიანობა არქიტექტორი

ნიკოლოზ ნესტორის ძე აბაშიძე (დ. 1 ნოემბერი, 1910, ბაქო — გ. 4 იანვარი, 1980, ბათუმი) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს (1964) და აჭარის (1961) დამსახურებული ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, ხოლო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1929 წლიდან მუშაობდა აჭარის მშენებლობებზე. 1949 წლიდან სხვადასხვა მსხვილი სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძრვანელია. 1956 წლიდან აჭარის სამთავრობო ორგანიზაციის ხელმძრვანელი არქიტექტურისა და მშენებლობის დარგში. 1971 წლიდან აჭარის სახმშენის უფროსია. მისი პროექტებით აშენდა ქობულეთში კულტურის სასახლე (1956), ბათუმში — კინოთეატრი „ბათუმი“ (1973), რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სხვა. 1956 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. იყო აჭარის VI და VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ს. კინწურაშვილი, მ. მაისურაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 24.