ნიანია ლიპარიტის ძე
Jump to navigation
Jump to search
ნიანია ლიპარიტის ძე — დიდგვაროვანი ფეოდალი XI საუკუნის საქართველოში, ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენელი, კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ IV-ის ძე. იგი მამასთან ერთად ბერძენთა მოკავშირე ყოფილა თურქთა წინააღმდეგ ბრძოლისას. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, სულა კალმახელისა და მესხი დიდებულების მიერ ლიპარიტისა და მისი ძის ივანეს შეპყრობის შემდეგ ნიანია კლდეკარს გაქცეულა, მაგრამ ის მამამისის მეციხოვნეებს არ მიუღიათ და იძულებული გამხდარა ბიზანტიის კონტროლის ქვეშ მყოფ ანისში გადახვეწილიყო.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მეტრეველი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 407.