ნიალას გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიალას გორაარქეოლოგიური ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიალასა და ლებისს შორის არსებულ ქედზე. ქედის თხემზე, „ოჯაყარის“ მთის ჩრდილოეთ ფერდზე, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ოთარ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, 1975 წელს გაავლო სადაზვერვო თხრილი. გათხრების შედეგად გამოვლინდა დიდი რაოდენობით ადრე-ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული და შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმენტები. გორას თავზე შემოუყვება კედელი. ნამოსახლარის პერიმეტრზე იკრიფებოდა მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი კერამიკის ფრაგმენტები. ასეთივე სურათი დადასტურდა ამავე მთის დაბლა მდებარე მოედანზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 25112