შინაარსზე გადასვლა

ნეპტუნი (შადრევანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეპტუნი
Нептун
კოორდინატები 59°52′57″N 29°54′29″E / 59.882511° ჩ. გ. 29.907939° ა. გ. / 59.882511; 29.907939
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
არქიტექტორი რიტერ ქრისტოფი, გეორგ შვაიგერი
გახსნის თარიღი 1799
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810406012

ნეპტუნი (რუს. Нептун) — პეტერგოფის სასახლეებისა და პარკების ანსამბლის ერთ-ერთი შადრევანი. შეიძინა იმპერატორმა პავლე I-მა გერმანიაში ვიზიტის დროს.

1736 წელს ზემო პარკის ცენტრალურ აუზში, განათავსეს ქანდაკება-შადრევნის კომპოზიცია „ნეპტუნის კალათა“. სკულპტურა არის მოოქროვილი. კომპოზიციის ცენტრში წარმოდგენილია ნეპტუნი, ასევე ეტლი და ცხენოსნები. ცენტრალურ ნაკადზე დაყენებული იყო სპილენძის რგოლი. არაერთი რეკონსტრუქციის შემვეგ 1797 წელს ყველაფრის მოხსნა მოუწიათ. მის ადგილას აღმართეს ნეპტუნის მთელი ჯგუფი.

შადრევნის თავდაპირველი ფიგურები შექმნილი იყო ნიურბერგში (გერმანია), მაგრამ შადრევანი აქ არასოდეს ყოფილა მოქმედი. კომპოზიაცია შექმნეს ვესტფალიის ზავის სამახსოვროდ.

ქალაქის ბაზრის მოედანზე ააშენეს აუზი კვარცხლბეკით, რომელიც განკუთნილი იყო კომპოზიციის დასამონტაჟებლად, მაგრამ შემდეგ გაირკვა რომ მდინარეში უბრალოდ არ იყო შადრევნის ფუნქციონირებისთვის საჭირო წყლის რაოდენობა. ამის შემდეგ შადრევანი მოათავსეს ბეღელში, სადაც მან 100 წელზე მეტი გაატარა. 1781-1782 წლებში, ევროპაში მოგზაურობისს ფარგლებში ნიურბერგმა უმასპინძლა უფლისწულ პავლე პეტრეს ძეს, რომელმაც გადაწყვიტა შადრევნის შეძენა, მას მისი დადგმა საკუთარ რეზიდენციაში, გატჩინაში სურდა. პავლე I-მა ეს შადრევანი იმ დროისთვის უზარმაზარ თანხად 30 000 რუბლად იყიდა. 1796 წელს ქანდაების დიდი ნაწილი გაიყიდა და გაგზავნეს პეტერგოფში. 1798 წელს არც აქ მოხდა მისი დამონტაჟება ანალოგიური მიზეზის გამო, რაც იყო ნიურბერგში. სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს, რომ კომპოზიცია დაედგათ ზემო პარკის აუზში, რაც წარმატებით განხორციელდა 1799 წელს.

დიდი სამამულო ომის დროს ქანდაკება დაშალეს და გააგზავნეს გერმანიაში. 1947 წელს იგი კვლავ პეტერგოფში დაბრუნდა.

  • Гусаров А.Ю. Петербург - столица фонтанов. Путеводитель по фонтанам Санкт-Петербурга. — СПб, 2008. — ISBN 978-5-901751-87-9.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]