ნემსიწვერასებრნი
იერსახე
| ნემსიწვერასებრნი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Erodium cicutarium | ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Geraniaceae | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ნემსიწვერასებრნი (ლათ. Geraniaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. გაერთიანებულია ბალახოვანი მცენარეები, იშვიათად ბუჩქბალახები ან ბუჩქები. ფოთლები თანაფოთლებიანი აქვთ, ყვავილები აქტინომორფული, იშვიათად ოდნავ ზიგომორფული; გვირგვინი წითელი ან მოლურჯო-იისფერია.
აერთიანებს 8-მდე გვარის 800 სახეობას. გვხვდება ძირითადად ზომიერ ოლქებში, იშვიათად — ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში მხოლოდ 2 გვარია ნემსიწვერა და სავარცხელა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 377.