ნელი ბრეგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნელი ბრეგაძე (დ. 11 ნოემბერი, 1932, თბილისი — გ. 2012) — ქართველი ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1955-1958 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1958–1965 წლებში უმცროსი მეცნიერ- თანამშრომელი, 1965-1986 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1986 წლიდან წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1982 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, გამოქვეყნებული აქვს 128 სამეცნიერო ნაშრომი.

სადისერტაციო თემა —– „ნარკვევები საქართველოს აგროეთნოგრაფიიდან“, დაიცვა 1983 წელს.

მიღებული აქვს საინსტიტუტო პრემიები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]