შინაარსზე გადასვლა

ნეიროსამართალი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეიროსამართალი — ინტერდისციპლინული მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნეირომეცნიერების აღმოჩენების კანონებზე და ცხოვრების სტანდარტებზე ზემოქმედებას. ნეიროსამართალი. ნეირომეცნიერების, ფილოსოფიის, სოციალური ფსიქოლოგიის, კოგნიტური ნეირომეცნიერებისა და კრიმინოლოგიის გამოყენებით, ნეიროსამართლის სპეციალისტები მიმართავენ ნეირომეცნიერების არა მხოლოდ ამჟამინდელ და სამომავლო აღწერითი და პროგნოზირებად საკთხებს საკანონმდებლო სისტემაში, არამედ ნორმატიულ საკითხებსაც; იმას, თუ როგორ უნდა და არ უნდა გამოიყენებოდეს ნეირომეცნიერება მომავალში. მსჯელობებიდან მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია: რა დონეზე უნდა შეცვალოს ტვინის სიმსივნემ ან ტვინის დაზიანებამ კრიმინალური დასჯა? შეუძლია ნეირომეცნიერებას კრიმინალური დასჯისა და რეაბილიტაციის პრაქტიკების შეცვლა? ვის აქვს უფლება ჰქონდეს წვდომა ადამიანის ტვინის სურათებზე? ნეირომეცნიერება მიმართავს ამ კითხვებს ადამიანური ქცევის გაგების მცდელობაში და ეს დიდი ალბათობით შეცვლის სამართლებრივი პროცესის სამომავლო ასპექტს. ტვინის შესახებ იმ დაშვებებსა და შეხედულებებს, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იყო დაფუძნებული იურიდიული სისტემები, დიდი ალბათობით შეცლის ისეთი სიახლეები ნეირომეცნიერებაში, როგორიც არის მაგალითად ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI). ტვინის ტომოგრაფიამ გაცილებით მეტი დეტალი წარმოაჩინა ფიქრის პროცესის შესახებ და მას სავარაოდოდ დიდი ეფექტი ექნება კანონებზე ვინაიდან ის ხშირად ეწინააღმდეგება მენტალურ განვითარებაზე ტრადიციულ რწმენებს. ნეირომეცნიერება ისევ ვითარდება, რაც ბუნებრივად აჩენს მისი ცუდი მიზენებისთვის გამოყენების საფრთხეს. ნეიროსამართლის მხარდამჭერები პოულობენ ახალ და ახალ სფეროებს, რომლებისთვისაც ამ მეცნიერების მორგება შეიძლება. მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრების გადაფასება შეიძლება ნეირომეცნიერების საშუალებით. ბევრი კვლევა ასევე ცდილობს ზუსტად იმის დადგენას, თუ როგორ შეიძლება ნეირომეცნიერების სასამართლო დარბაზში გამოყენება.[1][2]

ნეირომეცნიერებას და კანონებს ხანგრძლივი ერთობლივი ისტორია აქვთ, მაგრამ ამ ორი სფეროს ურთიერთობის პოპულარობამ პიკს 1990-იან წლებში მიაღწია. ტერმინი „ნეიროსამართალი“ შეროდ ჯ. ტეილორმა შექმნა 1991 წელს და ამ მოვლენის შემდეგ მეცნიერებმა ორი სფეროდან აქტიურად დაიწყეს პრეზენტაციებისა და დიალოგების საშუალებით ურთიერთობა და მნიშვნელოვანი თემების განსჯა. ამ ურთიერთობამ გააჩინა დიდი მოთხოვნა თემის გარშემო დაწერილ წიგნებზე, სტატიებზე და სხვა ლიტერატურაზე. გრუტერის სამართლებრივი ინსტიტუტი დეინა ფაუნდეიშენი იყო პირველი ორი ჯგუფი, რომლებმაც შეძლეს ახალი მეცნიერებისთვის საფუძველი შეექმნათ. ნეიროსამართლის განვითარებასთან ერთად დიდ პოპულარობას და მნიშვნელობას იწვევდა განსჯები ნეირომეცნიერებისა და ეთიკის გადაკვეთის შესახებ. ამ ორი მეცნიერების კავშირი ძალიან გამყარდა 2007 წელს პროექტით „კანონი და ნეირომეცნიერება“ . მაკ არტურის ორგანიზაცია 10 მილიონ დოლარიანი გრანტით შეეცადა გაემყარებინა კავშირი ამ ორ სფეროს შორის. ამ ინიციატივაში შედიოდა ორმოცი პროექტი, რომლებშიც სხვადასხვა პრობლემებზე იყვნენ ორიენტირებული, მათ შორის იმაზეც, თუ ექსპერიმენტებისა და თეორიული ინფორმაციის საშუალებით როგორ შეიძლება შეცვალოს ნეირომეცნიერებამ მომავალში კანონები. იგივე თემებმა პოპულარობა რამდენიმე უნივერსიტეტშიც მოიპოვა და მათაც დაიწყეს ნეიროსამართალთან დაკავშირებულ კვლევები.

ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ნეირომეცნიერმა და ადვოკატმა ჯ. შეროდ ტეილორმა 1991 წელს. ტეილორის წიგნს, ნეიროკანონმდებლომა: ტვინისა და ხერხემლის ტრავმები (1997), ადვოკატები იყენებენ იმისთვის, რომ ნეიროლოგიური ტერმინების კარგად გადატანა შეძლონ სასამართლოს დარბაზებში. ასევე ტეილორმა აღწერა „დობერტი მერელ დოუ ფარმაცეპტიკალსის წინააღმდეგ“ ქეისის შედეგები. ეს ქეისი შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ განიხილა და ამ პროცესის შემდეგ შეიქმნა „დობერტის სტანდარტი“. სტანდარტი, რომელიც არეგულირებს სამეცნიერო სამხილების სასამართლო დარბაზში გამოყენებას.

დანაშაულის პროგნოზირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქცევითი გამოცდა და ნეიროვიზუალიზაციის სამხილები ხშირად გვაძლევენ საშუალებას გამოვიცნოთ ადამიანის მომავალი ქცევები. ამ წინსვლის გამოყენება შეიძლება კრიმინალური სასჯელის ვადების გამორკვევისთვის და იმის განსასჯელად, თუ რომელი კრიმინალი იმსახურებს ციხიდან გამოშვებას და რომელი იქნება პოტენციურად საზოგადოებისთვის ისევ საშიში. პროცესს ასევე შეუძლია რეციდივიზმის პროცესში დახმარება და პერსონალური რეაბილიტაციის საჭიროების ჩვენება. ამ ინფორმაციისა და პოტენციური გამოყენებების საშუალბით საკანონმდებლო ორგანოები ცდილობენ განსაზღვრონ სასჯელი მომავალი კრიმინალური აქტიობის წინასწარმეტყველების საშუალებით.

შეურაცხადობით გამართლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის შეერთებული სტატების კრიმინალურ სისტებაში არის იმ გარემოებების შეზღუდვის ტენდენცია, რომლების დაკმაყოფილებითაც ადამიანი შეიძლება უდანაშაულოდ გამოცხადდეს მენტალური დაავადების ქონის გამო. მეოცე საუკუნის შუა წლებში ამერიკული სასამართლოები იყენებდნენ დურჰამის კანონებს და ამერიკული საკანონმდებლო ინსტიტუტის დასჯის კოდს, რომლების მიხედვითაც, დარღვეული ნება საკმარისი იყო შეურაცხადად გამოცხადებისთვის. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ჯონ ჰინკლი გაამართლეს შეურაცხადობის გამო, საკანონმდებლო სივრცეში მენტალური დაავადების უფრო ვიწრო აღწერა გახდა რელევანტური. სასამარლო გადაწყვეტილებები უფრო და უფრო ხშირად ეფუძნებოდნენ მ’ნაგთენის წესებს, რომლების მიხედვითაც, ადამიანს უნდა დაემტკიცებინა, რომ მენტალური დაავადება არ აძლევდა საშუალებას სცოდნოდა, რომ მისი ჩადენილი ქმედება დანაშაულად ითვლება, ან არ შეეძლო დანაშაულებრივი აქტის განკარგვა. პრე ფრონტალურ ქერქზე ჩატარებული კვლევები არ ეთანხმებიან ამ განსჯას, რადგან დარღვეულ ნებაყოფლობითობას ფაქტორად მიიჩნევს. ბევრი სასამართლო უკვე „გაუსაძლის იმპულსსაც“ მიიჩნევს მენტალური დაავადების დადგენის ფაქტორად. ასევე მენტალური დაავადების დამტკიცებისას ბევრი სასამათლო იღებს იმ არგუმენტს, რომ „ტვინმა აიძულა“ ადამიანი კრიმინალური ქმედება ჩაედინა. ამ შემთხვევაში არგუმენტი იმას ეფუძნება, რომ ტვინმა მიიღო გადაწყვეტილება იქამდე, სანამ ადამიანი მიხვდებოდა, თუ რა ხდებოდა მის გარშემო. კონტროლისა და დათრგუნვის მექანიზმებზე უფრო მეტმა კვლევამ და ნეირომეცნიერული ტექნოლოგიის მეტად განვითარებამ უნდა გაადვილონ მომავალში მენტალური დაავადების ამოცნობა და მენტალურად დაავადებული ადამიანების გასამართლება.

ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა იმ დაავადებებსა და ტრავმებს, რომლებიც იწვევენ მუდვივ ვეგეტატიურ მდგომარეობას. ძნელია იმის გარკვევა არსებობს თუ არა კონკრეტული ადამიანის გამოჯანმრთელების იმედი და იმედის არარსებობის შემთხვევაში ვინ უნდა მიიღოს სიცოცხლის დასრულების გადაწყვეტილება. ადამიანის კოგნიტური სტატუსის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შეიძლება პიროვნებას ისევ ჰქონდეს შეგნება, მაგრამ არ აჩვენებდეს არანაირ ნიშანს გარეგანი სიმულაციის დროს. 2005 წელს ჩატარდა კვლევა 23 წლის ქალზე, რომელიც ავტოავარიაში მიღებული ტრავმის შედეგად იყო ვეგეტატიურ მდგომარეობაში. ხუთი თვე ვეგეტატიურ მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ ის მაინც ინარჩუნებდა ძილის ნორმალურ რეჟიმს და fMRI - ს გამოყენებით ჩატარებული შემდგომი ცდების მიხედვით დადგინდა, რომ მის ტვინს შეეძლო ზოგიერთ გარეგან მასტიმულირებელზე რეაქციის ქონა. ეს მაგალითი კარგად წარმოაჩენს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ტვინის სიკვდილის შესწავლა ლეგალურ, ეთიკურ და სამეცნიერო კომპონენტებში.

საჯარო და სისხლის სამართლზე გავლენის გარდა ნეიროსამართალი ასევე ცდილობს უპასუხოს ნოოტროპებთან, ტვინის გამაძლიერებელ ნივთიერებებთან, დაკავშირებულ კითხვებს. ძალიან ბევრი ნივთიერების შესახებ ვიცით უკვე თუ როგორ მოქმედებენ ისინი ტვინზე, თუმცა თანამედროვე კვლევები გვაძლევენ საფუძველს ვიფიქროთ, რომ მომავალში შეიქმნება გაცილებით უფრო ძლიერი ნივთიერებები, რომლებიც ტვინის კონკრეტულ ფუნქციებზე იქნებიან აქცენტირებული. პიროვნების მეხსიერების ან კონცენტრაციის საგრძნობლად ამაღლება კი არის ძალიან მიმზიდველი, მაგრამ ნივთიერებების შექმნისთანვე ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ ნივთიერებების გამოყენება და საერთოდ უნდა ჩაითვალოს თუ არა ისინი ლეგალურად. მაგალითად სპორში გამოყენებული ანაბოლიური სტეროიდების მსგავსად ბევრი უნივერსიტეტი ღელავს, იმიტომ რომ მოსწავლეებმა ეს ნივთიერებები შეიძლება აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად გამოიყენონ. კითხვები, რომლებიც ასეთ დავებში ჩნდება არის მაგალითად ის, თუ როგორ ზემოქმედებას იქონიებს ასეთი ნივთიერებები ადამიანებზე მათი შემოსავლის მიხედვით, გახდება თუ არა ოდესმე აუცილებელი ასეთი ნივთიერებების გამოყენება საზოგადოებაში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, როგორ განასხვავებს საზოგადოება იმ ნივთიერებებს, რომლებიც მისაღებია და რომლებიც არა.

იმისათვის, რომ ნეიროსამართალმა შეძლოს ფუნქციონირება, საჭიროა უახლოესი გამოგონებების გამოყენება ყოველდღიურ კვლევებშიც კი. ყველაზე ხშირად მეცნიერები ასეთ შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე ფუნქციურ მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას (fMRI), პოზიტრონ ემისიურ ტომოგრაფიას (PET), მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI) და ეპიგენეტიკას. MRI და fMRI ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აძლევენ მეცნიერებს საშუალებას ადამიანის ტვინის რუკები შექმნან და პოტენციურად ადამიანის ფიქრების ვიზუალიზაცია შეძლონ. ამ ტექნიკების გამოყენება უკვე არსებულ იმ ცოდნასთან ერთად, რომელიც ტვინის მუშაობაზე გვაქვს, გვაძლევს შესაძლებლობას ნეირომეცნიერება ტყუილის დეტექციის მიზენებისთვისაც წარმოვიდგინოთ.

ტვინის სპეციფიკური ნაწილები ბევრ კვლევაში შეისწავლეს იმისთვის, რომ გამოერკვიათ სიმართლის თქმისა და ტყუილის ნიმუშები. თუმცა ამ მეთოდს, ისევე როგორც ტყუილის დეტექციის ყველა დანარჩენ მეთოდს, აქვს ერთი დიდი პრობლემა: ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ არასწორი მეხსიერებები. მაგალითად, ექსპერიმენტის დროს სუბიექტებს თუ დავურიგებთ სიტყვების იმ ჩამონათვალს, რომელშიც სიტყვები „მზე“ „მთვარე“ და „მარსი“ არის, სუბიეტები შეიძლება თვითონვე იყვნენ შეცდომაში და ეგონოთ, რომ სიტყვების ჩამონათვალში სიტყვა „დედამიწაც“ ერია. მეცნიერები ცდილობენ ამ პრობლემის გადაჭრას ზურგის ქერქთან დაკავშირებული პრეფრონტალური ქერქისა და ჰიპოკამპუსის მარჯვენა ნაწილის კვლევით, მაგრამ მაინც არსებობს შეზღუდვები, რომლის მიღმაც ტექნოლოგიებს უბრალოდ არ შეუძლიათ სიმართლისა და ტყუილის ბევრი ფორმის ერთმანეთისაგან გარჩევა.

სტენფორდის ბიოსამედიცინო ეთიკის ცენტრი აანალიზებს ზუსტად fMRI -ს გამოყენების საკანონმდებლო, ეთიკურ და სოციალურ გამოწვევებს. კვლევა მიმართული იქნება ემოციების, მორალური განსჯისა და სხვა რთული ემოციებისკენ. მკვლევარებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მრჩეველთა საბჭო შექმნის შედეგების გასაანალიზებელ მითითებებს.

კრიმინალურ სფეროსთან საბრძოლველად ტომოგრაფიის გამოყენება ხშირად იწვევს ხოლმე კრიტიკას იმ ადამიანებისაგან, რომელთა აზრითაც, მას არ შეუძლია ბოლომდე შეცვალოს ადამიანური გამოცდილება სიზუსტის არარსებობის გამო. ტომოგრაფიების სრულად გაგება თითქმის შეუძლებელია, რადგან ტომოგრაფიებში ხშირად ძალიან ბევრი ცვლადია, რაც რთულს ხდის შედეგების გაანალიზებას და შეუძლებელს ხდის შედეგების სწორად ინტერპრეტირებას. არსებობენ ასევე კრიტიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტომოგრაფიის გამოყენებას შეიძლება აზრიც არ ჰქონდეს ზოგიერთ შემთხვევაში, რადგან ტომოგრაფიას არ შეუძლია კრიმინალური აქტის დროს ადამიანის მიზეზების და მამოძრავებლების დადგენა. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კრიტიკოსი ასევე არ უგულვებელყოფს კონფიდენციალურობის საკითხსაც.

პრაქტიკული გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეიროსამართალი უკვე გამოუყენებიათ შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში. ორი კომპანია - No Lie MRI და Cephos Corp უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს fMRI -ს საშუალებით ტყუილის დეტექტორის ტესტების ჩატარებას. ამ კომპანიების მარკეტინგის გუნდებს თუ დავუჯერებთ, ეს მეთოდი ცნობილი პოლიგრაფის 21-ე საუკუნის გაგრძელებაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ fMRI -ს მეთოდი პოლიგრაფზე გაცილებით უკეთეს შედეგებს იძლევა, მაინც არსებობს რისკები იმის, რომ ამ მეთოდითაც დაიშვას შეცდომები. სწორედ შეცდომებისგან თავის დაზღვევის მიზნით არ იღებენ ამერიკული სასამართლოები fMRI ტყუილის დეტექტორებს სამხილად.

ინდოეთში ტვინის სკანირების ტექნოლოგიები უკვე გარკვეულწილად ინტეგრირებულია სისხლის სამართლის სისტემაში. 2008 წელს ინდოელი ქალი გაასამართლეს მკვლელობისთვის. მის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობდა და ერთ-ერთ მტკიცებულებად ტვინის ელექტრო ოსცილაციის პროფილის ტესტი (BEOSP) იყო. ამ ტესტის სამხილად გამოყენება გააკრიტიკა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰენკ გრილიმ. მეთოდის კრიტიკის მიზეზი არის ის, რომ არ არსებობს კვლევა, რომელიც დაამტკიცებდა იმას, რომ (BEOSP) სწორ შედეგებს იძლევა, რაც თავის თავად ბადებს კითხვებს მეთოდის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გამოყენების შესახებ.

სახელმწიფო და არმია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეერთებული შტატების არმია უკვე დიდი ხანია დაინტერესებული იმით, თუ რისი შეთავაზება შეუძლია ნეირომეცნიერებას. ტომოგრაფიას შეუძლია პოტენციური მოწინააღმდეგეებისა და საფრთხის არშემცველი პირების ერთმანეთისაგან გარჩევა. ასევე ოფიცრებს შეეძლებათ საკუთარი ჯარისკაცების მენტალური მდგომარეობის დადგენა. არმია არ იტყოდა უარს ნოოტროპული ნივთიერებების გამოყენებაზე ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად. თუმცა პრობლემა აქაც ჩნდება. თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად თქვას უარი ტომოგრაფიაზე ან ნოოტროპულ ნივთიერებაზე, ჯარისკაცების თავისუფლება ამ მხრივ გაცილებით შეზღუდულია. ჯერ არ არსებობს იმის არანაირი სამხილი, რომ რომელიმე არმიამ შეძლო ისეთი ნივთიერებების შექმნა, რომლებიც შეძლებდნენ ადამიანის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების მკვეთრად გაუმჯობესებას.

ნეირომეცნიერება კომპლექსური სფეროა და საზოგადოების დიდ ნაწილს ის კარგად არ ესმის. მიუხედავად იმისა, რომ ექსსპერტებს ესმით ტომოგრაფიის შესაძლებლობებიცა და მის მიერ შექმნადი პოტენციური პრობლემებიც, ზოიერთმა შეიძლება ზედმეტი იმედი დაამყაროს, ან საერთოდ უარი თქვას მათზე. მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, ჩათვლიან ამა თუ იმ სამხილს სასამართლო დარბაზში გამოყენების ღირსად და მსაჯულებიც არ უნდა ენდონ ნეირომეცნიერულ სამხილებს თვალდახუჭულად. საზოგადოებამ შეიძლება უახლოეს მომავალში შეექმნას არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა შეუძლია ტომოგრაფიას და ვერ შეძლოს წარდგენილი სამხილების კარგად გაანალიზება.

  • Ienca, Marcello, & Roberto Andorno (2017). „Towards New Human Rights in the Age of Neuroscience and Neurotechnology“. 13 (5). Life Sciences, Society and Policy.
  • Petoft, Arian (2015). „Neurolaw: a brief introduction“. Iranian Journal of Neurology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-27. ციტირების თარიღი: 2018-01-30.
  • Petoft, Arian (2015). „Toward Human Behavior Sciences from the Perspective of Neurolaw“. International Journal of Public Mental Health and Neurosciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-03. ციტირების თარიღი: 2018-01-30.
  • Petoft, Arian (2017). „Controversial Brain Imaging as a Terrorism Emergency Measure in Neurolaw Discourse“ (PDF). Neurology & Neurotherapy Journal.
  • Rosen, Jeffrey (2007-03-11). „The Brain on the Stand“. New York Times Magazine. ციტირების თარიღი: 2011-03-22.
  • Jones, Owen; et al. (2009). „Brain Imaging for Legal Thinkers: A Guide for the Perplexed“. 5. Stanford Technology Law Review. SSRN 1563612.
  • Jones, Owen, & Francis X. Shen (2012). „Law and Neuroscience in the United States“. International Neurolaw: A Comparative Analysis, p. 349, T.M. Spranger, ed. Springer-Verlag. SSRN 2001085.
  • Jones, Owen; et al. „Law and Neuroscience Casebook“.
  • „Law and Neuroscience Bibliography“.
  • Wagner, Anthony; et al. (2016). „fMRI and Lie Detection“. "MacArthur Foundation Research Network on Law and Neuroscience". SSRN 2881586.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Petoft, Arian (2015). „Toward Human Behavior Sciences from the Perspective of Neurolaw“ (PDF). International Journal of Public Mental Health and Neurosciences. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2018-01-30. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  2. Goodenough, Oliver R. and Macaela Tucker; Tucker, Micaela (December 2010). „Law and Cognitive Neuroscience“. Annual Review of Law and Social Science. Annual Review. 6: 61–92. doi:10.1146/annurev.lawsocsci.093008.131523.