ნედლათის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნედლათის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ნედლათში. აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში.

ძველ სასაფლაოზე მდებარე დარბაზული ეკლესია ნაგებია დიდი ზომის მოყვითალო ქვიშაქვით. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით.

ნაგებობა გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აბსიდით, რომლის ცენტრშიც სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებზეა გადაყვანილი.

კამარის საბრჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობოდა. სწორკუთხა სარკმლები სამხრეთის და დასავლეთის კედელშია გაჭრილი. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა.

კარის ტიმპანში ჯვარია ამოკვეთილი. დანარჩენი ფასადები სადაა. მიწის დონე აწეულია. ძეგლის გარშემო ყრია ჩამონაშალი ქვა. ეკლესიის კამარა ჩამოქცეულია, კედლები დაბზარულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004