შინაარსზე გადასვლა

ნების ძვლები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნების ძვლები
ნების ძვლები წინიდან
ნების 5 ძვალი, დანომრილი
ლათინური Os metacarpale

Ossa metacarpalis (მრავლ.)

ნების ძვლები (Ossa metacarpalia) წარმოადგენენ შუამდებარე სეგმენტს თითს ფალანგებსა და მაჯის ძვლებს შორის. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მაჯის კავშირს წინამხართან. ნების ძვლები წინა ტერფის ძვლების ანალოგიურია.

ნების ძვლები, უკნიდან


ნების ძვლები განივ რკალს წარმოქმნიან, რომელსაც მაჯის ძვლების მტკიცე რიგი უკავშირდება. პერიფერიული ნების ძვლები (ნეკა და ცერა თითის) უზრუნველყოფენ 'თასის' ფორმირებას, რომელიც ღრმავდება ამ 2 თითის ერთმანეთთან მიახლოებით. საჩვენებელი თითის ნების ძვალი ყველაზე მტკიცედაა ფიქსირებული, ხოლო ცერა თითის ნების ძვალი ტრაპეციულ ძვალთან სახსარს ქმნის და დანარჩენებისგან დამოუკიდებლად მოძრაობს. შუათანა ნების ძვლები, მათი ბუნებრივი, ურთიერთდაკავშირებული ძვლოვანი სტრუქტურების გამო, მაჯასთან მტკიცე კავშირშია.[1]

თითოეული ნების ძვალი წარმოდგენილია სხეულით და 2 ბოლოთი: დისტალურ (თითებთან ახლო) ბოლოს არსებული თავი და პროქსიმალურ (მაჯასთან ახლო) ბოლოს არსებული ფუძე.

სხეული პრისმოიდული ფორმისაა და რკალოვანია. მას გააჩნია 3 ზედაპირი: მედიალური, ლატერალური და დორსალური.

  • მედალური და ლატერალური ზედაპირები შედრეკილია ძვალთაშორისი კუნთების მისამაგრებლად. გამოყოფილნი არიან ერთმანეთისგან წინმდებარე ქედით.
  • დორსალური ზედაპირის დისტალური ნაწილის 2/3-ზე გლუვი, ბრტყელი, სამკუთხა ფორმისაა და დაფარულია გამშლელი კუნთების მყესებით.

ფუძე (basis) კუბოიდური ფორმისაა და უკანა მხრიდან უფრო ფართეა, ვიდრე წინიდან. იგი მაჯის ძვლებთან და გვერდით მდებარე ნების ძვლებთან სახსრებს ქმნის. მისი დორსალური და ხელისმხრივი ზედაპირები უხეშია, იოგების მისამაგრებლად.

თავი, ანუ თითის ბოლო (caput) წაგრძელებული ფორმისაა და გვერდებიდან გაბრტყელებულია. იგი პროქსიმალურ ფალანგებთან სახსარს ქმნის. თავის ორივე მხარეს არის ბორცვაკი ნებ-ფალანგის სახსრის კოლატერალური იოგის მისამაგრებლად.

მისი დორსალურ ზედაპირს, რომელიც ფართო და ბრტყელია, გამშლელი კუნთების მყესები უკავშირდება.

ხელისგულისმხრივი ზედაპირი ღაროვანია, რაც მომჭერი კუნთების მყესებს გავლის საშუალებას აძლევს.

ყელი სხეულსა და თავს შორის გარდამავალი ზონაა.

ნეფ-ფალანგის სახსრების გარდა, ნების ძვლები აგრეთვე ქმნიან მაჯა-ნების სახსრებს:

  1. ტრაპეციულ ძვალთან;
  2. ტრაპეციულ, ტრაპეცოიდულ, თავდიდა და ნების მესამე ძვალთან;
  3. თავდიდა, მეორე და მეოთხე ნების ძვალთან;
  4. თავდიდა, კავიან და მესამე და მეხუთე ნების ძვალთან;
  5. კავიან და მეოთხე ნების ძვალთან.

კუნთების შეერთების წერტილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაჯის გრძელი/მოკლე გამშლელი სხივისგან (m. extensor carpi radialis longus et brevis): ორივე უკავშირდება ნების მეორე ძვლის ფუძეს. მონაწილეობენ მაჯის გაშლასა და სხივის მოხრაში. [2]

მაჯის გამშლელი იდაყვისკენ (m. extensor carpi ulnaris): უკავშირდება ნების მეხუთე ძვლის ფუძეს. მონაწილეობს მაჯის გაშლასა და ფიქსაციაში, როდესაც თითები მოხრილია. ეხმარება მაჯის მოხრას იდაყვის მხრიდან. [2]

ცერის გრძელი განმზიდველი (m. abductor policis longus): უკავშირდება ტრაპეციულ ძვალს და ნების პირველი ძვლის ფუძეს. უზრუნველყოფს ცერის მოზიდვას ფრონტალურ სიბრტყეში, შლის მაჯა-ნების სახსარში. [2]

ცერის პირისპირ დამყენებელი (m. opponens policis): უკავშირდება ნების პირველ ძვალს. უზრუნველყოფს მის მოხრას, ხერის პირისპირ მოჰყავს. [3]

ნეკის პირისპირ დამყენებელი (m. opponens digiti minimi): უკავშირდება ნების მეხუთე ძვლის მედიალურ ზედაპირს. მის მოხრას უზრუნველყოფს მაჯა-ნების სახსარში. მონაწილეობს ხელისგულის ჩაღრმავებაში. [3]

კლინიკური მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანდაყოლილი დაავადებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნების მეხუთე და მეოთხე ძვლები ხშირად დამოკლებულია ფსევდოჰიპოპარათირეოიდიზმის და ფსევდოფსევდოჰიპოპარათირეოიდიზმის დროს.

ტერნერის სინდრომის ერთ-ერთი ნიშანი არის დამოკლებული IV ნების თითი ნორმალური V თითის თანაობისას.

ნების თითის ყელი მოტეხილობის ხშირი წერტილია კრივში.

  1. Tubiana et al 1998, p 11
  2. 2.0 2.1 2.2 ნ. ხოდელი; კლინიკური ანატომია (ნაწილი 2), გვ. 48
  3. 3.0 3.1 ნ. ხოდელი; კლინიკური ანატომია (ნაწილი 2), გვ. 49
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნების_ძვლები“-დან