ნების თავისუფლება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნების თავისუფლება (ბერძნ. τὸ αὐτεξούσιον ან τὸ ἐφ᾽ ἡμῖν, ლათ. liberum arbitrium) — ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც ასახავს ადამიანის მოქმედების თვითმყოფადობისა თუ განსაზღვრულობის ავტონომიურ პრობლემას. ნების თავისუფლების საკითხი უპირატესად დაკავშირებულია პიროვნების იურიდულ და მორალურ პასუხისმგებლობასთან. ამ უძველესი პრობლემის გარეშემო კამათის ისტორია იწყება ჯერ კიდევ სოკრატეს დროიდან. ახალი დროის ფილოსოფიაში გამოიკვეთა პრობლემის ორ ძირითად, თუმცა ცალმხრივ, დეტერმინისტულ და ინდეტერმინისტულ პოზიციებს შორის ზღვარის პირობითობა. მაგრამ თვით პრობლემის ანტინომიურობამ განაპირობა ეკლექტიკური თვალსაზრისების სიჭარბე, ასეთია, მაგალითად, იმანუელ კანტის დუალისტური თეორია, რომლის მიხედვით ადამიანი, როგორც გონიერი არსება, თავისუფალი ნების მქონეა, ხოლო ემპირიულ სამყაროში, სადაც ბუნებრივი აუცილებლობა ბატონობს, მისი ნება დეტერმინირებულია, იგი არათავისუფალია.

ჰეგელი ნების თავისუფლებას მიაწერს არა ადამიანს, არამედ „მსოფლიო სულს“, რომელიც განახორციელებს ნების თავისუფლების „წმინდა“ იდეას. XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნეში ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში ჭარბობდა ვოლუნტარისტული და პერსონალისტური ინდეტერმინიზმი. ფართოდ იყო წარმოდგენილი აგრეთვე ათეისტური ეგზისტენციალიზმის თვალსაზრისი, რომელიც აბსოლუტური თავისუფლებით აღჭურვილ ადამიანს უპირისპირებს გარესამყაროს და ამით ნების თავისუფლება არსებითად თვითნებობამდე დაჰყავს. ზოგიერთი რელიგიური ფილოსოფიური შეხედულებით ადამიანი აბსოლუტურად არის დამოკიდებული ღვთაებრივ ნებაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ასათიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 360, თბ., 1984 წელი.
  • Шопенгауэр А., О свободе воли, Полн. собр. соч., т. 4. М., 1910;
  • Виндельбанд В., Прелюдии, философские статьи и речи, пер. с нем., СПБ, 1904;
  • Ricoeur P., Le volontaire et l'involontaire, P., 1949 (Philosophie de la volonte, t. 1);
  • Spakovsky A, von, Freedom, determinism, indeterminism, The Hague, 1963.