შინაარსზე გადასვლა

ნებიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნებიერიგლეხთა კატეგორია ფეოდალურ საქართველოში. ნებიერი ისეთი გლეხი იყო, რომელიც თავისი ნებით გარკვეული პირობით ეყმობოდა ფეოდალს. ზოგჯერ გლეხი ყმობას წერილობით ადასტურებდა, ასეთ გლეხს თავდაწერლი ეწოდებოდა. ნებიერის არსებობა ფეოდალებსა და გლეხებს შორის დიდი ბრძოლის შედეგი იყო. თავისუფალი მიწათმოქმედი ვერ უძლებდა ფეოდალთა მოწოლას და თავისი „ნებით“ ეყმობოდა ამა თუ იმ პირს ამ უკანასკნელისაგან „პატრონობის“ პირობით, თავად კი სამაგიეროდ გარკვეულ სამსახურს კისრულობდა. შესაძლებელი იყო ნებიერის ყიდვაგაყიდვა. მაგრამ, როგორც საფიქრებელია, პირვანდელ მფლობელთან არსებული ნებიერობის პირობით.

  • ბერძნიშვილი მ., გლეხთა კატეგორიები XI-XII საუკუნეებში,«ივ. ჯავახიშვილის სახელობის იატორიის ინსტიტუტის შრომები», 1960, ტ. 5, ნაკვ. 1, გვ. 139-157;
  • მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973;
  • მეტრეველი რ., ქსე, ტ. 7, გვ. 360, თბ., 1984