ნახშირღელის წმინდა გიორგის ეკლესია
იერსახე
ნახშირღელის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახშირღელეში.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნახშირღელის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა (17,7 X 8,1 მ), ნაშენია კარგად გათლილი ქვებით. ეკლესიას კარებები აქვს დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. აღმოსავლეთის კედელში ჩასმულია სამი სარკმელი, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს ორ-ორი, დასავლეთის კედელში კი ერთი სარკმელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8408