ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სახელობის სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სახელობის სტადიონი
სრული სახელი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სახელობის სტადიონი
მდებარეობა ნახიჩევანის
აშენდა 1962-1964
გაიხსნა 13 აგვისტო, 2013
ტევადობა 12800

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სახელობის სტადიონი (აზერბ. Naxçıvan Muxtar Respublikası adına stadion) — აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უდიდესი სპორტული სტადიონი, რომელიც მდებარეობს ავტონომიის დედაქალაქში, ქალაქ ნახიჩევანში. ზოგადი რეკონსტრუქციის შემდეგ სტადიონის ოფიციალური გახსნა მოხდა 2013 წლის 13 აგვისტოს. ამ დროისთვის აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში მონაწილე კლუბ „არაზ-ნახიჩევანის“ მთავარი საშინაო სტადიონი. სტადიონი განკუთვნილია 12800 მაყურებელზე, აღნიშნულ სტადიონზე გამართაულ პირველ მატჩს 4000-მდე მაყურებელი დაეწსრო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სახელობის სტადიონი აშენდა 1964 წელს, რეკონსტრუქციამდე და ოფიციალურ გახსნამდე, სტადიონს იბრაჰიმ ხალილ ახუნდლუს სახელი მიენიჭა და 10 000 მაყურებელს იტევდა.

2000 წელს სტადიონის რეკონსტრუქცია მოხდა და მისი ტევადობა 12 800 მაყურებელს მიაღწია. ამასთან, ექსპლუატაციის წლების განმავლობაში გაჩნდა რეკონსტრუქციისა და შეკეთების ახალი საკითხი, რომელიც 2013 წლის მაისში დაიწყო [1]. ამ ხნის განმავლობაში სტადიონი ატარებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სახელს [2][3][4].

გახსნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 13 აგვისტოს, ტექნიკური შენობების რეკონსტრუქციისა და შეკეთების შემდეგ, ოფიციალურად გაიხსნა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის იბრაჰიმხალილ ახუნდლუს სახელობის სტადიონი. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდას უმაღლესი ასამბლეის თავმჯდომარე ვასიფ ტალიბოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი - აზად რაჰიმოვი, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის სპორტული ფედერაციების საზოგადოებრივი და ოფიციალური სახეების წარმომადგენლები.

პირველი ოფიციალური თამაში, რეკონსტრუქციის შემდეგ, შედგა 2013 წლის 14 აგვისტოს და სტადიონზე 4000 მაყურებელი შეიკრიბა. ამხანაგური მატჩი პირველი დივიზიონის კლუბებს „არაზ-ნახიჩევანსა“ და „ნეფჩალას“ შორის. აღნიშნული მატჩი, ფრედ დასრულდა 1:1.

სტადიონის მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტადიონისა და ადმინისტრაციული შენობების საერთო ფართი შეადგენს 17 700 კვადრატული მეტრს. კონკრეტულად ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსებულია გასახდელები, რადიოსადგური, ექიმისა და სამწვრთნელო ოთახები და ასევე კაფეტერია.

მეორე სართულზე განთავსებულია სპორტული დარბაზი და სამუშაო ოთახები, ასევე საკონფერენციო დარბაზი 25 ადამიანისთვის. სრულად გარემონტდა სანტექნიკა, კანალიზაცია და გათბობის სისტემები, შეცვალა ბალახის საფარი, შეიცვალა სავარძლები და ბილბორდები, შეკეთდა განათების ბოძები და სტადიონის სარბენი ბილიკები [3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]