ნაწოლი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ნაწოლი}} |
ნაწოლი — კანის უბნის დაზიანება, რომელიც ხანგრძლივი ზეწოლით განპირობებული დაქვეითებული სისხლის მიმოქცევის შდეგად ვითარდება.
- ნაწოლები ხშირად ზეწოლის შედეგად ვითარდება, თუმცა, მიზეზი ასევე, შესაძლოა კანთან შეხებაში მყოფ ზედაპირზე სხეულის ცდომა ანდა ხახუნი (უპირატესად ძლოვან უბნებზე) იყოს.
- დიაგნოზი კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება.
- მკურნლობა მოიცავს დაზიანებული უბნის სისუფთავის უზრუნველყოფას, მასზე ზეწოლის მოხსნას და ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას.
ნაწოლები შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის მწოლიარე, სავარძელს მიჯაჭვულ ან დამოუკიდებლად პოზიციის შეცვლის უნარის უქონელ ადაიანს. შედარებით ხშირია ხანდაზმულებში. უპირატესად ლოკალიზებულია კანის იმ უბნებზე, რომლებიც ძვლებს ფარავს, მაგალითად, როგორიცაა: ბარძყის ძვალი, კუდუსუნი, ქუსლები, კოჭები და იდაყვები. წყლულები ყალიბდება კანის საწოლთან, ინვალიდის ეტლთან ან ნებისმიერ მყარ საგანთან ზეწოლის ადგილას. მათი არსებობა ახანგრძლივებს ჰოსპიტალიზაციის პერიოდს და ფინანსურ ხარჯებს ზრდის. მკურნალობის გარეშე დატოვებული დაზიანება შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს.