ნაწლავმსუნთქავნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნაწლავმსუნთქავნი
Saccoglossus
Saccoglossus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ნახევრადქორდიანები
კლასი:  ნაწლავმსუნთქავნი
ლათინური სახელი
Enteropneusta

ნაწლავმსუნთქავნი (Enteropneusta) — ზღვის ცხოველების კლასი ნახევრადქორდიანთა ტიპისა. მათი სხეულის სიგრძე რამდენიმე სმ-იდან 1 მ-მდე აღწევს. შედგება ხორთუმის, საყელოსა და ტანისაგან. ხორთუმის ფუძესთან მოთავსებულია პირის ღრუ გადადის ხახაში. საყლაპავის კედლებში ორ რიგად არის განლაგებული სალაყუჩე ხვრელები. ნაწლავები სხეულის უკანა ბოლოზე ანალური ხვრელით მთავრდება. გამომყოფ ორგანოს ხორთუმის კედელში ნაოჭიანი მონაკვეთის (გლომერულუსის) სახე აქვს. ნერვული სისტემა 2 ღეროსა (ზურგის და მუცლის) და ნერვული იჯრედების ხლართისაგან შედგება. სისხლძარღვთა სისტემა მუცლისა და ზურგის ძარღვებითაა წარმოდგენილი. ნაწლავმსუნთქავნი გაყოფილსქესიანებია. კლასში 100-მდე სახეობაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Догель В. А., Зоология беспозвоночных, 5 изд., М., 1959;