ნატალია ესტემიროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატალია ესტემიროვა

ნატალია ხუსაინოვნა ესტემიროვა (რუს. Ната́лья Хусаи́новна Эстеми́рова; დ. 28 თებერვალი, 1958 — გ. 15 ივლისი, 2009) — ადამიანის უფლებათა დაცვის ჩეჩენი აქტივისტი და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის - Memorial - საბჭოს წევრი. ესტემინოვა უცნობმა პირებმა 2009 წლის 15 ივლისს, 08:30 საათზე გაიტაცეს გროზნოში (ჩეჩნეთი) მდებარე საკუთარი სახლიდან. იმ დროისთვის ესტემინოვა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების „უკიდურესად მწვავე“ შემთხვევებზე მუშაობდა.[1] ორი თვითმხილველის თქმით, მათ დაინახეს როგორ ყვიროდა ესტემინოვა გატაცების მომენტში, როდესაც აქტივისტს მანქანაში ძალით ტენიდნენ. 16:30 საათზე აქტივისტის ცხედარი იპოვეს. მას თავისა და მკერდის არეში ტყვიისგან მიყენებული ჭრილობები ეტყობოდა. ცხედარი ინგუშეთში, სოფელ გაზი-იურთში, კავკაზის ფედერალური გზიდან 100 მეტრის მოშორებით, ტყეში იპოვეს.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატალია ესტემიროვა დაიბადა 1958 წლის 28 თებერვალს, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ კამიშლოვში რუსი და ჩეჩენი მშობლების ოჯახში. დაამთავრა გროზნოს უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულება და 1998 წლამდე ადგილობრივ უმაღლეს სკოლაში ისტორიას ასწავლიდა.[3][4] 1991 წელს იგი მუშაოდა ადგილობრივი გაზეთების, The Voice და The Worker of Grozny, კორეპონდენტად. გროზნოს ტელლევიზიაში მუშაობისას ესტემიროვამმ რუსების სადამსჯელო ღონისძიებების შედეგად დაშავებულთა შესახებ 13 მოკლე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. 199 წლიდან, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ ესტემიროვა ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას, რის გამოც მის ქალიშვილთან და ახლობლებთან ერთად ეკატერინბურგში გადასახლდა. 2000 წელს გროზნოში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის, Memorial, წარმოამდგენელი გადა. ამ პერიოდში იგი ჩეჩნეთსა და ინგუშეთში მრავალ საავადმყოფოს სტუმრობდა და ომის შედეგად დაშავებულ ბავშვებს ასობით ფოტოს უღებდა.

ესტემიროვა მუშაობდა მოსკოვის დამოუკიდებელი გაზეთის, Novaya Gazeta და კავკასიის ახალი ამბების ვებსაიტისთვის - Kavkazsky Uzel.

2005 წელს სერგეი კოვალიოვთან ერთად ესტემიროვა ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის მიერ რობერტ შუმანის მედლით დაჯილდოვდა. 2007 წელს ანნა პოლიტკოვსკაიას ჯილდო გადაეცა. ესტემიროვა მუშაობდა გამომძიებელ ჟურნალისტ ანნა პოლიტკოვსკაიასთან ერთად და ადამიანის უფლებათა დაცვის ადვოკატ სტანისლავ მარკელოვთან ერთად. პოლიტკოვსკაია 2006, ხოლო მარკელოვი 2009 წელს მოკლეს.[5][6]

დაკრძალვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატალია ესტემიროვა „ხუთშაბათს, მზის ჩასვლისას ჩეჩნეთის გუდერმეს რაიონში, კოშქელდიში, მისი წინაპრების სოფლის სასაფლაოზე ისლამური ტრადიციების შესაბამისად დაკრძალეს“.[7][8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chechnya Stricken by ТВ[მკვდარი ბმული], Institute for War and Peace Reporting: Caucasus Reporting Service 180, 22 May 2003
  • Chechnya: Amnesty Fails to Inspire[მკვდარი ბმული], Institute for War and Peace Reporting: Caucasus Reporting Service 191, 14 August 2003
  • with Aslambek Badilayev: Grozny Returnees Remain Penniless[მკვდარი ბმული], Institute for War and Peace Reporting: Caucasus Reporting Service 237, 9 June 2004
  • with Musa Musayev: Chechnya: Fleeing Villagers Protest დაარქივებული 2013-01-12 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, Institute for War and Peace Reporting: Caucasus Reporting Service 293, 30 June 2005
  • Estemirova, Natalya (4 October 2007). „The Courage of Anna Politkovskaya“. The Nation (22 October2007). ციტირების თარიღი: 3 September 2009.
  • Chechen Activist to Victim დაარქივებული 2012-02-23 საიტზე Wayback Machine. Video by New York Times; produced by Emily B. Hager

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Russian activist Natalya Estemirova found dead", The Daily Telegraph, 15 July 2009
  2. Kremlin tribute to dead activist, BBC News, 16 July 2009
  3. Obituary: Natalia Estemirova. BBC News (15 July 2009). ციტირების თარიღი: 15 July 2009.
  4. Елена Санникова: Жизнь, отданная защите людей, Yelena Sannikova, Putin must go, 15 July 2011. Originally published in a newspaper by За права человека, October 2009
  5. (რუსული)Natalya Estemirova: "It is time to bring the original sense back to many words"[მკვდარი ბმული], interview with Nadezhda Ilyina, Journalist, issue 2, February 2008, computer translation
  6. Feraposhkin, Vyacheslav (15 July 2009). „Natalya Estemirova: "I'm sure that human rights defenders are murdered on authorities' blessing". Caucasian Knot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2019.
  7. „Kremlin tribute to dead activist“ (ინგლისური). 2009-07-16. ციტირების თარიღი: 2019-06-06.
  8. "Provocation" murder – or murder by mistake? — RT (2012-06-30). ციტირების თარიღი: 2019-06-06