ნასრედინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნასრედინის ძეგლი ანკარაში.

ნასრედინიXIII საუკუნის ფოლკლორული პერსონაჟი, ისლამური აღმოსავლური კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული სახალხო სატირული სუფი ფილოსოფოსი, რომელიც ცნობილი იყო მისი სასაცილო ისტორიებითა და ანეკდოტებით. მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა რუმის სასულთნოში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ნასრედინის თქმულებები ხშირად იუმორისტული და აღმზრდელობითი ხასიათისაა. მისი დაბადების თუ გარდაცვალების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. სხვადასხვა აღმოსავლურ კულტურაში იგი ასევე ცნობილია როგორც „მოლა ნასრედინი“, „ხოჯა ნასრედინი“ ან „ეფენდი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jihad Darwiche ; David Beauchard (ill.). Sagesses et malices de Nasreddine, le fou qui était sage (vol. 1). Paris : Albin Michel jeunesse, 2000, 187 p. (coll. "Sagesses et malices"). ISBN 978-2-226-11203-3