ნასაყდრალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნასაყდრალი, IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ახლანდელ სოფელ გლდანის მიდამოებში. ერთნავიანი მცირე დარბაზული ეკლესია აგებულია ბაცი მომწვანო ქვებით. მთავარ — სამხრეთ ფასადზე ყოველგვარ მორთულობას მოკლებული შესასვლელის თაღი და 2 სწორკუთხედის ფორმის სარკმელია, მხოლოდ კედელშია ჩასმული კვეთილი რელიეფით შემკული მწვანე ქვის სტელის ფრაგმენტი. დანარჩენი ფასადები სადაა. აფსიდის თაღი ნალისებრი ფორმისაა. საკურთხეველში, კამარის ფუძესთან, რეზონანსის გასაძლიერებლად ჩადგმულია ქვევრები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 324, თბ., 1984