ნარის ხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნარი.
ნარას ხეობა სოფელი ნარი

ნარის ხევი, ნარა, ნარი (ოს. Нарыком) — ხევი ისტორიულ დვალეთში, კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილში, ახლანდელი ჩრდილოეთ ოსეთის ალაგირის რაიონში. ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის (ძვ. IV-III სს.) დროიდან ნარა დვალეთთან ერთად საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. მასზე გადიოდა ისტორიული „გზა დვალეთისა“, რომელიც შიდა ქართლს ჩრდილოეთ კავკასიასთან აკავშირებდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ხოლო ქვემო-ზარმაგას ზეით ერთვის ნარის-ჴეობის წყალი. გამოსდის ხოხის კავკასსა, დის აღმოსავლიდამ დასავლეთად. და აქუს ამ ჴეობას არმოსავლით ხოხის კავკასი, სამჴრით — ხოხიდამ ჩამოსული მთა მაღალი, ამასა და ზროგოს შორისი, დასავლით — ზრამაგის-ჴევი და ჩდილოთ ხოხისავე კავკასი. ამ ჴევში არს დაბა ჱ მოსახლენი. ხოლო ამის შესართავს ზეით არს ზემო-ზრამაგა, დაბა კოშკოვანი. აქ მოერთვის ჴევი ზეკარიდამ მომდინარე და მოერთვის დასავლეთიდამ. და ამ ორთ ჴევთ შორის არს ზრამაგა[1].“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 190