ნარვა (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარვა
ესტ. Narva

მდინარე ნარვა ქალაქებს ნარვასა (მარცხნივ)
და ივანგოროდს (მარჯვნივ) შორის.
ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები იდა-ვირუმაა (ესტონეთი)
ლენინგრადის ოლქი(რუსეთი)
ქალაქები ნარვა, ივანგოროდი
მარჯვენა შენაკადები პლიუსა
მარცხენა შენაკადები როსონი
სათავე ჩუდ-ფსკოვის ტბა
58°59′14″ ჩ. გ. 27°43′49″ ა. გ. / 58.98722° ჩ. გ. 27.73028° ა. გ. / 58.98722; 27.73028
სათავის სიმაღლე 30 მ
შესართავი ნარვის ყურე, ბალტიის ზღვა
59°28′12″ ჩ. გ. 28°02′36″ ა. გ. / 59.47000° ჩ. გ. 28.04333° ა. გ. / 59.47000; 28.04333
შესართავის მდებარეობა ქალაქი ნარვა-იიესუუ, ესტონეთი
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 77 კმ
აუზის ფართობი 56 200 კმ²
მდინარის სისტემა ბალტიის ზღვა
წყალსაცავი ნარვის წყალსაცავი
ჰესი ნარვის ჰესი
წყლის ხარჯი (საშ.) 399 მ³/წმ
ნარვა (მდინარე) — ესტონეთი
ნარვა (მდინარე)
ნარვა (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
ნარვა ვიკისაწყობში

ნარვა (ნაროვა[1]; ესტ. Narva jõgi და Naroova) — მდინარე ესტონეთისა და რუსეთის საზღვარზე. ლიტერატურაში ასევე გვხვდება სახელწოდებები ალუქსე (ნაროვის ძველი სახელწოდება[2]) და ბეკი[3], ეს უკანასკნელი კი XVII საუკუნეში, შვედეთის მმართველობის დროს გამოიყენებოდა და გერმანელ მოგზაურ ადამ ოლეარს ჰქონდა მოხსენიებული. მდინარეზე მდებარეობს ქალაქები — რუსეთის ივანგოროდი და ესტონეთის ნარვა და ნარვა-იიესუუ. დღეისთვის მდინარის ნაპირები ერთმანეთთან დაკავშირებულია ორი ხიდით. 1991 წლის მდინარის ფარვატერის მიხედვით, მდინარეზე რუსეთ-ესტონეთის საზღვარი გადის. მდინარის ნაპირების გასწვრივ მდებარე რეგიონს ასევე ნარვისპირეთს უწოდებენ. ნარვა ესტონეთის უდიდესი ჩამდინარე მდინარეა. ის ფინეთის ყურეში ჩამდინარე მდინარეებს შორს სიდიდით მეორეა, მდინარე ნევას შემდეგ. მდინარე ნარვას ყველაზე დიდი შენაკადია პლიუსი, რომელიც ნარვას წყალსაცავთან მდინარეს მარჯვნიდან უერთდება.

V-XI საუკუნეებში, ვიკინგების ეპოქაში მდინარე ნარვა სავაჭრო მარშრუტად გამოიყენებოდა. მდინარე, ვარიაგებისთვის ბერძნებთან ვაჭრობის ერთ-ერთი დამაკავშირებელი გზა იყო.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპონიმ ნარვას ეტიმოლოგია ნათელი არაა, მაგრამ გავრცელებული თეორიის მიხედვით, ის მოდის ვეფსური სიტყვისგან narva, რომელიც ჩანჩქერს ან ნაკადულს ნიშნავს.[4]

ზოგადი მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ნარვის აუზის რუკა
მდინარე ნარვის პროფილი

მდინარე სათავეს ჩუდ-ფსკოვის ტბიდან (ესტ. პეიფსის ტბა) იღებს და ჩაედინება ბალტიის ზღვის ფინეთის ყურის ნარვის ყურეში.

  • მდინარის სიგრძე — 77 კმ, რომლისგან 40 კმ — ზედა დინება, 20 კმ — შუა დინება, 17 კმ — ქვემო დინება.
  • აუზის ფართობი — 56 200 კმ².
  • მდინარის შესართავთან წყლის ხარჯი — 399[5] მ³/წმ ან 12,58 კმ³/წელი, რომელიც 78 მ³/წმ-ით ან 2,46 კმ³/წელი-თ მეტია, ვიდრე სათავეში.
  • მდინარის სიმაღლე — 30 მ, რომლისგან 19% (4—7,5 მ) ნარვის ჩანჩქერებზე მოდის, ხოლო 16% (5 მ) — ომუტის ბარიერებზე.
  • პოტენციური ჰიდროენერგეტიკული რესურსები: საშუალო წლიური სიმძლავრე 141 მგვტ, საშუალო წლიური გამომუშავება 1235 მილიონი კვტ⋅სთ.
  • მდინარის სიგანე საშუალოდ 200—300 მ, თუმცა, ნარვის ჰესის ქვემო დინებაზე 390 მეტრია.
  • სიღრმე უმეტესად 3-4 მ, ადგილ-ადგილ 6 მ, ჰესის ქვემოთ — 11 მეტრამდეა, შესართავამდე — 15 მეტრამდე.
  • მდინარის დინების საშუალო სიჩქარე — 1 მ/წმ, ბარიერებზე 3 მ/წმ, ქვედა დინება — 0,5 მ/წმ.
  • მდინარის ზედაპირის მოყინვა 5,5 თვე გრძელდება, ზაფხულში — წყალმცირობა იცის.
  • მდინარე ძირითადად იკვებება თოვლით.

ჰიდროელექტროსადგურები: ნარვის ჰიდროელექტროსადგური.

მდინარეზე მდებარე ქალაქები: ნარვა, ნარვა-იიესუუ (ესტონეთი) და ივანგოროდი (რუსეთი).

ტრანსპორტი: ნარვის ჰიდროელექტროსადგურის ქვემოთ (14,9 კმ) და ნარვის წყალსაცავზე (15 კმ) მდინარე სანაოსნოდ გამოდგება, აქედან გამომდინარე, მდინარს 40% სანაოსნოა.

ძირითადი შესართავები: პლიუსა, როსონი

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თევზჭერის კონკურსი „Нарва Лосось 2014“

მდინარე ნარვა მდიდარია თევზით. აქ გვხვდება ნაფოტა, ქორჭილა, კაპარჭინა, წერი, ფარფლწითელა და სხვ. მდინარის ქვედა დინებაში ქვირითს ყრის ორაგულისებრნი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Чудское озеро и верховье реки Наровы», академик Г. П. Гельмерсен., Приложение к VII-му тому записок Императорской Академии Наук. № 2, СПб, 1865
  2. А.Тынурист «Нарвские замки и сказки», 1924 г.
  3. Петров А. В. Город Нарва, его прошлое и достопримечательности. СПб, 1901, стр. 156
  4. Formation of city. Narva Museum. ციტირების თარიღი: 2009-01-11
  5. Narva at Narva-Ges. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-24. ციტირების თარიღი: 2021-12-22., UNESCO: Water resources