ნაპოლეონ ლუი ბონაპარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნაპოლეონ ლუი ბონაპარტი
Cottrau - Napoléon-Louis Bonaparte (1804-1831).jpg
ნიდერლანდების მეფე
მმართ. დასაწყისი: 1 ივლისი, 1810
მმართ. დასასრული: 13 ივლისი, 1810
წინამორბედი: ლუი I
მემკვიდრე: ვილემ I
ბერგისა და კლევის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 3 მარტი, 1809
მმართ. დასასრული: 1 დეკემბერი, 1813
წინამორბედი: იოაჰიმ I
მემკვიდრე: ნაპოლეონ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 ოქტომბერი, 1804
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 17 მარტი, 1831, (26 წლის)
გარდ. ადგილი: ფორლი, იტალია
მეუღლე: შარლოტ ბონაპარტი
დინასტია: ბონაპარტები
მამა: ლუი I, ნიდერლანდების მეფე
დედა: ჰორტენზია დე ბოარნე
რელიგია: კათოლიციზმი

ნაპოლეონ ლუი ბონაპარტი (ფრანგ. Napoléon Louis Bonaparte), აგრეთვე ცნობილია როგორც ლუი II (ფრანგ. Louis II; დ. 11 ოქტომბერი, 1804, პარიზი, საფრანგეთი — გ. 17 მარტი, 1831, ფორლი, იტალია) — ბონაპარტების დინასტიის წარმომადგენელი. ნიდერლანდების მეფე ლუი I-ისა და დედოფალ ჰორტენზია დე ბოარნეს ვაჟი. საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის ძმისწული და იმპერატორ ნაპოლეონ III-ის უფროსი ძმა. ნიდერლანდების მეფე 1810 წლის 1 ივლისიდან 13 ივლისამდე. ბერგისა და კლევის დიდი ჰერცოგი 1809-1813 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაპოლეონ ლუი დაიბადა 1804 წლის 11 ოქტომბერს პარიზში. იგი იყო საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის ძმის, ლუი ბონაპარტისა და მისი ცოლის, ნაპოლეონის პირველი მეუღლის, დედოფალ ჟოზეფინ ბოარნის ასულ ჰორტენზია დე ბოარნეს მეორე ვაჟი. 1806 წელს ნაპოლეონმა მამამისი ნიდერლანდების მეფედ დანიშნა, 1807 წელს კი მისი უფროსი ძმა გარდაიცვალა, რითაც ნაპოლეონ ლუი ნიდერლანდების ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა.

1809 წელს ნაპოლეონმა იგი ბერგისა და კლევის დიდ ჰერცოგად დანიშნა. 1810 წელს ნაპოლეონმა მამამისი ჩამოაგდო და დროებით ნაპოლეონ ლუი დასვა ნიდერლანდების მეფედ ლუი II-ის სახელით, თუმცა ორ კვირაში ისიც ჩამოაგდო. მას შემდეგ, რაც ნაპოლეონის მეორე ცოლმა, დედოფალმა მარია ლუიზა ავსტრიელმა იმპერატორს მემკვიდრე გაუჩინა, ნაპოლეონ ლუიმ დაკარგა საფრანგეთის ტახტის მემვკიდრის წოდება. 1813 წელს ჩამოერთვა ბერგისა და კლევის ჰერცოგობაც.

მას შემდეგ, რაც 1815 წელს ნაპოლეონი ვატერლოოს ბრძოლაში დამარცხდა ბონაპარტებმა დაკარგეს ძალაუფლება, რის შემდეგაც საფრანგეთში ბურბონთა რესტავრაცია განხორციელდა ლუი XVIII-ის მეთაურობით. ამის გამო ბონაპარტები მთელ ევროპაში მიმოიფანტნენ და დევნილებად იქცნენ, თავად ნაპოლეონი კი წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს.

ძალაუფლებადაკარგული ნაპოლეონ ლუი მარტო დასახლდა ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ქალაქ ფორლში, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. აქ მან ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი შარლოტ ბონაპარტი, რომელიც იყო წარსულში ესპანეთისა და ნეაპოლის მეფე ჟოზეფ ბონაპარტისა და მისი ცოლის, დედოფალ მარი ჯულია კლარის ქალიშვილი. მათი ქორწინება ხანმოკლე და უნაყოფო, მაგრამ ჰარმონიული აღმოჩნდა.

1831 წლის 17 მარტს ნაპოლეონ ლუი ბონაპარტი გარდაიცვალა, 26 წლის ასაკში, უშვილოდ. იგი ვეღარ მოესწრო 1852 წელს ბონაპარტების რესტავრაციას საფრანგეთში, რა დროსაც მისი უმცროსი ძმა, ნაპოლეონ III იმპერატორი გახდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Généalogie de la Famille Bonaparte (Memento vom 13. März 2007 im Internet Archive)
  • Bonaparte. In: Meyers Konversations-Lexikon. 4. Auflage. Band 3, Verlag des Bibliographischen Instituts, Leipzig/Wien 1885–1892, S. 186.