ნამცო
იერსახე
| ნამცო | |
|---|---|
ნამცო | |
| კოორდინატები: 30°42′ ჩ. გ. 90°33′ ა. გ. / 30.700° ჩ. გ. 90.550° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 4718 მ |
| სიგრძე | 70 კმ |
| სიგანე | 30 კმ |
| ფართობი | 1920 კმ² |
| საშუალო სიღრმე | 33 მ |
| მაქსიმალური სიღრმე | 125 მ |
ნამცო (მონღოლურად თენგრი-ნური — ზეციური ტბა) — გაუდინარი მლაშე ტბა ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთში. მდებარეობს ნიენჩენ-ტანგლის ქედის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 4718 მ სიმაღლეზე. ფართობი 1920 კმ², მაქსიმალური სიღრმე 125 მ. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 70 კმ-ზე. ტბაში არის ხუთი უკაცრიელი კუნძული. ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაფარულია ყინულით. მეტწილად საზრდოობს მდნარი და მიწისქვეშა წყლით. მდიდარია თევზით. ნაპირთან გაშენებულია მონასტერი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნამცო“ ვიკისაწყობში.- ნამცო — გეოგრაფიული ენციკლოპედია (რუსული)