შინაარსზე გადასვლა

ნაკურუს ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნაკურუ (ტბა))
ნაკურუს ტბა
Nakuru
ნაკურუს ტბა
ნაკურუს ტბა
კოორდინატები: 0°22′ ს. გ. 36°05′ ა. გ. / 0.367° ს. გ. 36.083° ა. გ. / -0.367; 36.083
მდებარეობა კენიის დროშა კენია
ნაკურუს ტბა — კენია
ნაკურუს ტბა

ნაკურუს ტბატბა აფრიკაში. მდებარეობს ცენტრალურ კენიაში, აფრიკის რღვევის ხაზში, ქალაქ ნაკურუს სამხრეთით. სიტყვა „ნაკურუ“ მასაის ენაზე ნიშნავს „მტვერს“ ან „მტვრიან ადგილს“. ტბის ტერიტორიაზე მდებარეობს ნაკურუს ტბის ეროვნული პარკი.

ნაკურუს ტბის ეროვნული პარკი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკურუს ტბის ეროვნული პარკი (188 კმ²) შეიქმნა 1961 წელს ნაკურუს ტბის ირგვლივ, ქალაქ ნაკურუს სიახლოვეს. პარკი განთქმულია მისი ასობით ათასი (ხშირად მილიონობით) ვარდისფერი ფლამინგოთი, რომლებიც ტბის ნაპირას ბუდობენ. ტბის მეჩხერი სანაპიროს ცნობა ხშირად თითქმის შეუძლებელია მასზე ვარდისფერი მასის მუდმივი მოძრაობის გამო. ფლამინგოების რაოდენობა ტბაზე მერყეობს წყლისა და საკვების მდგომარეობის მიხედვით. მათზე დაკვირვების ყველაზე მოხერხებული წერტილია ბაბუნ-კლიფი („მაიმუნების კლდე“). პარკის მთელი პერიმეტრი შემოღობილია და მასში დაცულია სხვა ცხოველებთან ერთად, გადაშენების პირას მყოფი როტშილდის ჟირაფები, შავი და თეთრი მარტორქები.

პარკის არემარე

პარკის ტერიტორია მცირე ხნის წინ გაზარდეს შავი მარტორქებისთვის საჭირო ნაკრძალის შესაქმნელად. ამისთვის საჭირო შეიქმნა დამატებითი ელექტრიფიცირებული ღობის დაყენება მათი ბრაკონიერებისგან დასაცავად. პარკის ჭაობიანი 12.1 კმ პერიმეტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც სოისამბუს კერძო რეზერვაციას ესაზღვრება, მომავალში გაფართოების კანდიდატია, რაც მარტორქებისა და სხვა ნადირთათვის ტბა ნაივაშასკენ ერთადერთ ბუნებრივ გასასვლელს წარმოადგენს.

პარკში 2009 წლისთვის 25-ზე მეტი შავი მარტორქა, რაც უდიდესია ქვეყანაში, და 70 თეთრი მარტორქა იყო. 1977 წელს ამ პარკში დასავლეთ კენიიდან გადმოიყვანეს როტშილდის ჟირაფები. ჩვეულებრივი წყლის თხები მეტად გავრცელებულია. მტაცებელთა შორის არიან ლომები, ფოცხვრები და ლეოპარდები. ეს უკანასკნელი ბოლო დროს უფრო ხშირად ჩნდება. პარკში ასევე ბევრია დიდი ზომის პითონი, რომლებიც ხშირ ტყეში ბუდობენ და მათი ნახვა ხშირად შეიძლება გზის გადაკვეთის მომენტში ან ხეებზე დაკიდულად.

ფლამინგოების გარდა ტბაზე მრავალი სხვა სახის ფრინველი ბინადრობს, მათ შორის მეთევზე არწივი, გოლიათი წერო, თავჩაქუჩა ყანჩა, შავი არწივი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]