ნაკაფარის ნაციხარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაკაფარის ნაციხარიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხავატლოსთან ახლოს, ადგილ ბახუტოს ნაკაფში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. გეგმით ოთხკუთხაა (11,8 x 7 მეტრი), ნატეხი ქვით ნაგები კედლების სისქე 2,3 მეტრია. ძეგლი ისეა დანგრეული, რომ გასუფთავების გარეშე მისი გეგმის შიდა მოხაზულობის დადგენა შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]