ნათუ-ლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნათუ-ლა
ნათუ-ლა
ნათუ-ლა
კოორდინატები: 27°23′13″ ჩ. გ. 88°49′52″ ა. გ. / 27.38694° ჩ. გ. 88.83111° ა. გ. / 27.38694; 88.83111
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ჩინეთის დროშა ჩინეთი
სიმაღლე 4310 
ქედი ჰიმალაი
ნათუ-ლა — ინდოეთი
ნათუ-ლა
ნათუ-ლა — ჩინეთი
ნათუ-ლა

ნათუ-ლა (ასევე ნტულა, ან ნათულა; ნეპ.: नाथू ला, ტიბეტ.: རྣ་ཐོས་ལ་) — უღელტეხილი ჰიმალაის მთებში. მდებარეობს ინდოეთისა და ჩინეთის საზღვარზე, აკავშირებს ინდოეთის შტატ სიკიმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტიბეტის ავტონომიურ რეგიონთან. უღელტეხილი ზღვის დონიდან 4310 მ-ზე მდებარეობს და ისტორიულად ძველი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მონაკვეთი იყო. „ნათუ“ ნიშნავს „მსმენელ ყურებს“, ხოლო „ლა“ ნიშნავს „გადასასვლელს“ ტიბეტურად.

ნათუ-ლა ერთ-ერთია სამი სავაჭრო შემაერთებელ გზათაგან ინდოეთსა და ჩინეთს შორის. დანარჩენი ორია შიფკი-ლა ჰიმაჩალ-პრადეშში და ლიპუ-ლეხი უტარაკჰანდში. უღელტეხილი ინდოეთმა ჩაკეტა 1962 წელს ჩინეთ-ინდოეთის ომის დროს და მხოლოდ 2006 წელს გაიხსნა მრავალი ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების შედეგად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]