ნაზიგინის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაზიგინის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზიგინაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი შემორჩა ორი სართულის დონეზე. ნაგებია ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. წყობა არეულია. თაღოვანი კარი მეორე სართულზე სამხრეთ კედელშია. დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები ჩაქცეულია, აღმოსავლეთისა ნაწილობრივ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004