ნავაშინის ძაღლნიორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავაშინის ძაღლნიორა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  ძაღლნიორა
სახეობა:  ნავაშინის ძაღლნიორა
ლათინური სახელი
Ornithogalum navaschinii Agapova, 1998[1]

ნავაშინის ძაღლნიორა (ლათ. Ornithogalum navaschinii) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. აქვს 25 სმ-მდე სიმაღლის ღერო. 3–15-ყვავილიანი ყვავილედი, რომელიც მრავალყვავილიან ფარისებურ მტევანს წარმოადგენს, ლანცეტა თანაყვავილები. მოგრძოხაზური მოყვანილობის, თეთრი ყვავილსაფრის ფოთლები, გარედან მუქი მწვანე ზოლით; ვიწროხაზური ფოთლები (3–4 ცალი). ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივნისში. გავრცელებულია თითქმის მთელ კავკასიაში, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ირანში, არის ყირიმშიც. საქართველოში გვხვდება შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში, ქვიან ადგილებში, ველებზე, ნახევრად უდაბნოში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ornithogalum navaschinii Agapova. Plants of the World online. ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2021
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 66.